SBM LEAGUE 2014/15: სუპერლიგის ლიდერი უცვლელია

თარიღი: თებერვალი 2, 2015

1 თებერვალს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე გაიმართა. ჯ.ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიამ სუპერლიგის და ვერცხლის ლიგის VIII ტურის შეხვედრებს უმასპინძლა.

როგორც მოსალოდნელი იყო დაძაბული და საინტერესო გამოდგა სუპერლიგის მერვე ტურის ცენტრალური შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მფკ ნატახტარს შორის, რომელიც საბოლოოდ ძალოვანთა მინიმალური გამარჯვებით, 2-1 დასრულდა. შსს ერთადერთი კლუბია სუპერლიგაში რომელსაც ჩატარებულ შვიდ შეხვედრაში მარცხი არ აქვს და 19 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს სატურნირო ცხრილში.  მასზე ერთი თამაშით მეტი და ორი ქულით ნაკლები აქვს მეორე ადგილზე მყოფ პსპ-ს რომელმაც პირველი წრე,აუტსაიდერი DHL-ის განადგურებით დაასრულა – 8-2. პირველი გამარჯვება მოიპოვა ბათუმის „დინამომ“, რომელმაც გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე დაპირისპირებაში ს.კ ჯვაროსნებს სძლია 3-2. რაც შეეხება თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და საქართველოს უნივერსიტეტის გუნდების დაპირისპირებას, მატჩი სტუდენტების მოულოდნელი გამარჯვებით, 5-1 დასრულდა.

ამრიგად ზედა ოთხეულში ლიდერი კვლავ შსს-ა, ადგილები გაცვალეს პსპ-მ და პროგრეს ბანკმა, რომელმაც 14 ქულით მესამე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო მფკ ნატახტარი 13 ქულით მეოთხე პოზიციაზე იმყოფება. პირველი წრის ბოლო ტურის 15 თებერვალს გაიმართება.

01.02.2015. სუპერლიგა . VIII ტური

FC TTC – საქართველოს უნივერსიტეტი 1-5

გოლები: ბერიშვილი – ჯანგავაძე, თოლორდავა, ჭოხონელიძე (2), ზარდიაშვილი

შსს – მფკ ნატახტარი                   

გოლები: ცნობილაძე, უშარაული – დარჩია

დინამო (ბთ) – ს.კ ჯვაროსნები

გოლები: პირველი (2), აფციაური – ძაგანია, ჯინჭველაშვილი

DHL – FC PSP

გოლები: ღონღაძე, ჯინჭარაძე – სარდანაშვილი, კოპლატაძე, გოგიჩაიშვილი (2), ჭუმბურიძე, კაკუბერი, კვირკველია, თევზაძე

 

სუპერლიგის ბომბარდირები: ალექსანდრე იაშვილი (პროგრეს ბანკი) – 11, რევაზ ინჯგია (შსს), კახა კალაძე (პროგრეს ბანკი) – 10, გური გოგიჩაიშვილი (პსპ) – 7

 

 

მერვე ტურის სამი დაპირისპირება გაიმართა ვერცხლის ლიგაში.

საკმაოდ დაძაბული გამოდგა ვითიბი 2-სა და ბაქსვუდის დაპირისპირება. მიუხედავად ბაქსვუდელთა არაერთი 100% საგოლე მომენტისა, „ბანკირებმა“ ფეხბურთის დაუწერელი კანონის მიხედვით, 4-2 იმარჯვეს. 6-3 დაამარცხა საქრუსენერგომივერიაბეთი, ხოლო საქართველოს ბანკის მეორე გუნდისა და კრედოს დაპირისპირება ფრედ, 1-1 დასრულდა.

ტურის დარჩენილი ოთხი შეხვედრა მომდევნო კვირას, 8 თებერვალს გაიმართება.

01.02.2015. ვერცხლის ლიგა. VIII ტური

ვითიბი ბანკი 2 – ბაქსვუდი 4-2

გოლები: დოლიძე, ბუსხრიკიძე (2), სულაძე – ცუცქირიძე, ასათიანი

საქრუსენერგო – ივერიაბეთი 6-3

გოლები: სტეფანიშვილი, მიქაუტაძე, ანდღულაძე, სულაძე, მაღლაკელიძე (2) – ხურცილავა, ხაჩიძე, სუხიტაშვილი

საქართველოს ბანკი 2 – კრედო 1-1

გოლები: იოსავა – ფარცვანია

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი „სკეჩერსი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, N.Geo.N, „მედი ქლაბ ჯორჯია“, NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური „ომეგა“,  თაფლი „მეფუტკრე“,  ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”

რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და ყოველკვირეული ჟურნალი „ლელო week”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ლევანდოვსკიმ ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა

მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა. პოლონელი ფეხბურთელმა მადრიდის “რეალის”...
წაკითხვა
ფეხბურთი

პეტი: “არსენალს” ისეთი დიდი ლიდერი სჭირდება, როგორიც სტივენ ჯერარდია”

ლონდონის “არსენალის” ყოფილი ნახევარმცველი, ემანუელ პეტი, თვლის, რომ უნაი ემერიმ “არსენალში” თავისი შესაძლებლობები ამოწურა და [...
წაკითხვა
ფეხბურთი

დავიდ ვილამ კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო

ესპანური ფეხბურთის ლეგენდამ, დავიდ ვილამ, ფეხბურთელის კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” ყ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერთადერთი შემთხვევა, როცა მესიმ მეტოქეს მაისურის გაცვლა სთხოვა

“ბარსელონას” სუპერვარკსვლავ ლიონელ მესის მეტოქეები მაისურს ხშირად სთხოვენ, თუმცა თავად მან მხოლოდ ერთ ფეხბურთელს სთხოვა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რას აკეთებდა კარიმ ბენზემა “ეიბართან” მატჩის მიმდინარეობისას (ვიდეო)

9 ნოემბერს, ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში მადრიდის “რეალმა” სტუმრად “ეიბარი” 0:4 დაამარცხა. მატჩის მიმდინარეობისას, ბენზემ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიუნდოგანმა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

“მანჩესტერ სიტისა” და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველს, ილკაი გიუნდოგანს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება სთხოვეს. მან [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

სანტიაგო სოლარი “რეალში” დაბრუნდა

მადრიდის “რეალის” ყოფილი ნახევარმცველი და ექს-მწვრთნელი სანტიაგო სოლარი “სამეფო კლუბში” დაბრუნდა. “მარკას” ცნობით,...
წაკითხვა
ფეხბურთი

კიელინი: “სამწუხაროდ, “მილანის” ფანი ვიყავი, თუმცა შემდეგ დავჭკვიანდი

ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდამ პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ ადრეულ წლებში “მილანისა” და პაულო მალდინის ფანი იყო. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

VAR-ის ხელმძღვანელობა: “ინგლისში ჩვენ მუშაობას 7 ქულით შევაფასებდით”

პრემიერ ლიგაში VAR-ის ხელმძღვანელმა და ყოფილი არბიტრმა, ნილ სუორბრიკმა, ბრიტანეთში ახლად დანერგილი სისტემის მუშაობა შეაფასა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონამ” ისტორიაში პირველად წარადგინა მეოთხე ფორმა (ვიდეო)

“ბარსელონამ” ისტორიაში პირველად წარადგინა მეოთხე სათამაშო ფორმა. 2019/20 წლების სეზონის მეორე ფორმა კატალონიის დროშის ფერებში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ სიტი” ზამთარში 100 მილიონს დახარჯავს

პრემიერ ლიგის 2019/20 წლების სეზონის 12 ტურის შემდეგ “ლივერპული” სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს 34 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიხაილოვიჩმა იბრაჰიმოვიჩი “ბოლონიაში” მიიწვია

“ლოს ანჯელეს-გალაქსის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა, იტალიის სერია А-ში დაბრუნდეს, თუმცა არა ქვეყნის რომელიმე წამყვან [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

რაჰიმ სტერლინგი მონტენეგროსთან არ ითამაშებს

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, მონტენეგროსთან გასამართ მატჩში რაჰიმ სტერლინგი ინგლისის ნაკრების განაცხადში აღარ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ივან რაკიტიჩი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ვერ ითამაშებს

კატალონიის “ბარსელონასა” და ხორვატიის საფეხბურთო ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ივან რაკიტიჩმა, სლოვაკეთთან და საქართველოსთან გასამართ მატჩებ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფეხბურთელი დავით თარგამაძე “ცეკვავენ ვარსკვლავებში” მონაწილეობს (ვიდეო)

ბოლნისის “სიონის” 30 წლის ფეხბურთელმა, დავით თარგამაძემ “ცეკვავენ ვარსკვლავების” მე-9 სეზონში იღებს მონაწილეობას. საქართველოს ...
წაკითხვა