SBM LEAGUE 2014/15:სუპერლიგის ლიდერიც დამარცხდა

თარიღი: მარტი 16, 2015

გასული უქმეები ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში უაღრესად დაძაბული და საინტერესო მატჩებით გამოირჩა. ბრინჯაოს ლიგაში ლიდერებმა ქულები დაკარგეს. რაც შეეხება სუპერლიგას, ერთპიროვნულმა ლიდერმა და აქამდე უძლეველმა შსს-მ პირველი მარცხი იწვნია. მივყვეთ თანმიმდევრობით.

შაბათი დღე, ტრადიციულად ბრინჯაოს ლიგას დაეთმო. პირველი სამი ქულა მოიპოვა „ქლინინგ სერვის გრუფის“ გუნდმა, რომელმაც აუტსაიდერ კრედოს სძლია 6-3. მინიმალური სხვაობით იმარჯვა მფკ პალერმომმერიასთან1-0. საკმაოდ მძიმე ბრძოლის გადატანა დაჭირდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდსთიბისი ფეის დასამარცხებლად. საბოლოოდ ბოლო წუთებზე მოპოვებული გამარჯვება 2-1. სანახაობრივი გამოდგა მფკ ტატიშვილისა და ბი პი 2-ის დაპირისპირება, სადაც გამარჯვება „მედიკოსებს“ ხვდათ წილად 5-3. რაც შეეხება ამ ტურამდე ა ჯგუფის ლიდერს, ბიბლუსის ორ მოგებიანი სერია კვირას ევროკრედიტთან შეწყდა. ტურის ერთ-ერთ გამორჩეული დაპირისპირება ევროკრედიტის გამარჯვებით 3-4 დასრულდა.

ქულები დაკარგა ბ ჯგუფის ლიდერმაც. მცხეთის „გუჯარმა“ უშეღავათო ბრძოლაში ჯო ენის დამარცხება ვერ მოახერხა, ფრე 1-1. მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა კასპის „გენერალმა“. „ბოლო წუთების კომპლექსმა“ ამჯერად „გენერლებს“ ხელი ვერ შეუშალა ბაქსვუდი 2-ის. დამარცხებაში, 3-2. იოლად იმარჯვეს ვივუსის და საქართველოს ფოსტის გუნდებმა. ვივუსმა მეგაკო დაამარცხა 5-0, ხოლო „ფოსტალიონებმა“ მედიქლაბჯორჯიას სძლიეს დიდი ანგარიშით, 6-0. კვლავ დამარცხდა კარფური, ამჯერად პალიტრასთან2-4.

ამრიგად ა ჯგუფს 7-7 ქულით მფკ ტატიშვილი და პალერმო ლიდერობენ. ბ ჯგუფში კი 7-7 ქულით, საქართველოს ფოსტა, გენერალი და გუჯარი იყოფენ 1-3 ადგილებს. შეგახსენებთ, რომ პლეიოფში 5-5 საუკეთესო გუნდი განაგრძობს ასპარეზობას.

 

14.03.2015. ბრინჯაოს ლიგა. III ტური

ა ჯგუფი

MFC PALERMO – მერია 1-0

კრედო (ქვემო ქართლი) – CSG 3-6

TBC Pay – სდსს 1-2

მფკ ტატიშვილი – BP 2 5-3

15.03.2015

ბიბლუსი – ევროკრედიტი 3-4

ბ ჯგუფი

გენერალი (კასპი) – ბაქსვუდი 2 3-2

VIVUS.GE – მეგაკო 5-0

მედიქლაბჯორჯია – საქართველოს ფოსტა   0-6

კარფური – პალიტრა მედია 2-4

გუჯარი (მცხეთა) – ჯო ენი 1-1

 

კვირა დღის მთავარი დაპირისპირებები სუპერლიგაში გაიმართა. მთავარი სენსაცია გათამაშების ლიდერის შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდის პირველი მარცხია. “ძალოვნებისა“ და ბათუმის „დინამოს“ უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირება აჭარელთა გამარჯვებით, 5-3 დასრულდა. მეტოქის მარცხით ისარგებლა პსპ-მ და ს.კ ჯვაროსნების ძლევით (5-4) სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა. პლეიოფში დასამკვიდრებლად მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა მფკ ნატახტარმა, რომელმაც DHL-ს სძლია 4-2. ოთხეულის კიდევ ერთი ბინადარი პროგრეს ბანკი, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდს დაუზავდა 1-1.

ამრიგად 23 ქულით პირველ ადგილზე FC PSP დამკვიდრდა, მასზე ერთი ქულით და ერთი თამაშით ნაკლები აქვს შსს-ს. 10 თამაშიდან 20 ქულით მესამეზე  მფკ ნატახტარია, ხოლო მეოთხე ადგილზე მყოფ პროგრეს ბანკს 18 ქულა აქვს და 8 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს.

15.03.2015.სუპერლიგა. XI ტური

მფკ ნატახტარი – DHL GEORGIA 4-2

პროგრეს ბანკი – FC TTC 1-1

შსს – დინამო (ბთ) 3-5

ს.კ ჯვაროსნები – FC PSP 4-5

კვირას XI ტურის შეხვედრები გაიმართა ვერცხლის ლიგაში. ფრე, 4-4 დასრულდა გათამაშების ორი ლიდერის სნიკერსისა და „ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის“ დაპირისპირება, ასეთივე ანგარიში დაფიქსირდა რუსთავი 2-სა და ვითიბი 2-ს შეხვედრაში. ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა საქართველოს ბანკის მეორე გუნდმა, რომელმაც პროკრედიტ ბანკს სძლია 6-2. მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა საქრუსენერგომ, რომელიც ბაქსვუდთან დამარცხდა 3-2. თავის მხრივ ამ უკანასკნელებმა რვა საუკეთესოში მოსახვედრი თეორიული შანსი კიდევ უფრო გაიმაყარეს. ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა მომდევნო კვირას გაიმართება. სულ კი წრიული ეტაპის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი

15.03.2015. ვერცხლის ლიგა.  XI ტური

პროკრედიტ ბანკი – საქართველოს ბანკი  2-6

სნიკერსი – GWP 4-4

ვითიბი ბანკი 2 – რუსთავი 2 4-4

ბაქსვუდი – საქრუსენერგო 3-2

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი „სკეჩერსი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, N.Geo.N, „მედი ქლაბ ჯორჯია“, NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური „ომეგა“,  თაფლი „მეფუტკრე“,  ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”

რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და ყოველკვირეული ჟურნალი „ლელო week”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

რობინ ვან პერსიმ ოქროს ბურთის სამეული დაასახელა

ბოლო 12 წლის განმავლობაში კრიშტიანო რონალდუმ და ლიონელ მესიმ, საერთო ჯამში, 11 ოქროს ბურთი მოიგეს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გვარდიოლა: “არასოდეს მინახავს მისნაირი ფეხბურთელი”

“ნიუკასლთან” საშინაო კედლებში მოგებული მატჩის (5-0) შემდეგ “მანჩესტერ სიტის” თავკაცმა, პეპ გვარდიოლამ, დავიდ სილვას მიმართ [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

მილიკი “ნაპოლის” ტოვებს, თუმცა იტალიაში დარჩება

“ნაპოლის” დირექტორთა საბჭოს წევრი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც “იუვენტუსის” სამიზნე, არკადიუშ მილიკი, კლუბთან კონ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კლოპი: “ლალანა “ლივერპულის” ლეგენდაა, ის გუნდს ტოვებს”

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გუნდის ნახევარმცველ ადამ ლალანას შესახებ ისაუბრა, რომელიც ამ სეზონის ბოლოს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბექა ტუღუში “ტორპედოში” დაბრუნდა

31 წლის ნახევარმცველი ბექა ტუღუში ქუთაისის “ტორპედოში” დაბრუნდა. ტუღუში ბოლოს წყალტუბოს “სამგურალში” თამაშობდა, თუმცა სათამაშო...
წაკითხვა
ფეხბურთი

პაიმის პასუხი: “საქართველოს უდიდესი კულტურა და ისტორია გააჩნია”

მარტვილის “მერანის” ბრაზილიელმა ფორვარდმა ფილიპე პაიმმა ბრაზილიურ მედიასთან საქართველოში არსებულ რასიზმზე ისაუბრა და მათ შორის, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩხეტიანის იდეა განხორციელდა – “დინამოს” “დინამო 2” დაემატა

თბილისის “დინამოს” აკადემიის სტრუქტურულ ერთეულს კიდევ ერთი გუნდი – “დინამო 2” დაემატა. “დინამო 2” ასპარეზობა...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუს სიტყვები იბრაჰიმოვიჩის პენალტის დროს და ზლატანის პასუხი (ფოტო, ვიდეო)

7 ივლისს, იტალიის სერია A-ში “მილანმა” საკუთარ მოედანზე “იუვენტუსი” მიიღო და მეტოქე 4:2 დაამარცხა. მატჩის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლაციოს” მცველმა “ლეჩეს” ფეხბურთელს უკბინა (ვიდეო)

7 ივლისს, იტალიის სერია A-ში “ლეჩემ” საკუთარ მოედანზე “ლაციო” მიიღო და ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა. მატჩის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იბრაჰიმოვიჩი: “სეზონის პირველი დღიდან “მილანში” რომ ვყოფილიყავი, სერია A

“მილანის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ტურინის “იუვენტუსთან” გამართული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, სე...
წაკითხვა
ფეხბურთი

დუგლას კოშტას ფინტი “მილანთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Douglas Costa.. pic.twitter.com/fXq2UPgQVG — Soso #FatihTerim (@sosoreyiz) July 7, 2020...
წაკითხვა
ფეხბურთი

“შენ შავი ხარ?” – მარტვილელი ფელიპე პაიმი ქართულ ფეხბურთის რასიზმზე ალაპ

მარტვილის “მერანის” 23 წლის თავდამსხმელი ფელიპე პაიმი ბრაზილიურ სპორტულ საიტთან საქართველოში, კერძოდ მარტვილში, რასიზმის პრობლემებზე [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

რებიჩის გოლი “იუვენტუსის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო DANILO MISTAKE REBIC EMPHATIC FINISHHHHHpic.twitter.com/xmz4tF1Gwu — Karim (@Futball_Karim) July 7, 2020...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლეაოს გოლი “იუვენტუსის “კარში” – “მილანი” იგებს! (ვიდე

იხილეთ ვიდეო Rafael Leão VIROU para o Milan logo depois do empate. QUE JOGÃO!!!pic.twitter.com/dQKGoe56we — […]...
წაკითხვა