SBM LEAGUE 2014/15: თასის ფინალისტები ცნობილია
2 და 3 მაისს, ჯ.ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიამ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო უქმეებს უმასპინძლა.
ბრინჯაოს ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრებმა საბოლოოდ გაარკვია იმ 10 გუნდის ვინაობა, რომლებიც ვერცხლის ლიგის ბოლო 6 გუნდთან ერთად პლეიოფში განაგრძობენ ასპარეზობას.
ა ჯგუფში მხოლოდ ერთი საგზურის ბედი იყო გარკვეული. მფკ ტატიშვილმა ვადაზე ადრე გაინაღდა მომდევნო ეტაპზე თამაში. ბოლო ტურში „მედიკოსები“„ქლინინგ სერვის გრუპს“ დაუპირისპირდნენ, რომელსაც თავის მხრივ პლეიოფში გასასვლელად ქულაც ყოფნიდა, თუმცა ამ უკანასკნელმა დამაჯერებლად მოახერხა გამარჯვების მოპოვება5-2 და როგორც გაირკვა 19 ქულით და ბურთების უკეთესი სხვაობით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ტატიშვილმა კი ამდენივე ქულით მესამე პოზიციაზე დაასრულა ჯგუფური ეტაპი. ასევე 19 ქულით მეორე ადილზე მფკ პალერმო გავიდა. „სიცილიელებს“ კრედო-ქვემო ქართლის დამარცხება არ გასჭირვებიათ 9-2. ა ჯგუფის მეოთხე საგზური ევროკრედიტს ერგო, რომელმაც თავის მხრივ თიბისი ფეის სძლია იოლად – 10-0. ჯგუფის მთავარი ინტრიგა კი ბიბლუსის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდების დაპირისპირება იყო, რომელსაც მეხუთე საგზურის ბედი უნდა გაერკვია. ძალოვნების ერთადერთი შანსი ამ მატჩის საბ ბურთიანი სხვაობით მოგება იყო, რასაც მათ ერთი შეხედვით იოლად გაართვეს თავი და 9-2 გაანადგურეს მეტოქე. ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად შერაცხული ბიბლუსი კი ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა.
ერთი საგზურის ბედი უნდა გერკვეულიყო ბ ჯგუფში. როგორც მოსალოდნელი იყო, მცხეთის „გუჯარმა“ მოახერხა მედიქლაბჯორჯიას დამარცხება 3-0 და პლეიოფის მეხუთე საგზური მოიპოვა. დაუმარცხებლად დაასრულეს ასპარეზობა გენერალმა და საქართველოს ფოსტამ. კასპელებმა ჯო ენს სძლიეს 8-2 და 23 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. იოლად იმარჯვეს „ფოსტალიონებმა“ბაქსვუდთან – 15-2 და ორი ბურთი დააკლდათ იმისთვის, რომ ჯგუფში პირველი ადგილი დაეკავებინათ. ყველაზე საინტერესო პალიტრასა და ვივუსის დაპირისპირება გამოდგა, რომელიც ფრედ 3-3 დასრულდა. შესაბამისად 3-4 ადგილებზე სწორედ აღნიშნული გუნდები გავიდნენ.
02 – 03.05.2015.ბრინჯაოს ლიგა. IX ტური.
ა ჯგუფი
მერია – BP 2 8-3 კრედო (ქვ. ქართლი) – MFC PALERMO 2-9 ევროკრედიტი – TBC Pay 10-0 CSG – მფკ ტატიშვილი5-2 03.05.2015 ბიბლუსი – სდსს 2-9
|
ბ ჯგუფი
ჯო ენი – გენერალი (კასპი) 2-8 გუჯარი (მცხეთა) – მედიქლაბჯორჯია 3-0
03.05.2014 საქართველოს ფოსტა – ბაქსვუდი 2 15-2 პალიტრა მედია – VIVUS.GE 3-3
|
რაც შეეხება მომდევნო ეტაპს. ბრინჯაოს ლიგის ათ საუკეთესო გუნდს ვერცხლის ლიგიდან ჩამოქვეითებული 6 გუნდი შეუერთდა, რომლებმაც ვირტუალურ ცხრილში ზედა ექვსი ადგილი დაიკავეს, დანარჩენი 10 ადგილი კი ბრინჯაოს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით მომდევნო ეტაპზე გასულ გუნდებზე გადანაწილდა. 1/8 ფინალური წყვილები ასე გამოიყურება:
საქრუსენერგო – გუჯარი (მცხეთა)
ბაქსვუდი – სდსს
პროკრედიტი – პალიტრა
რუსთავი 2 – ევროკრედიტი
ივერიაბეთი – მფკ ტატიშვილი
კოლიერსი – მფკ პალერმო
გენერალი (კასპი) –VIVUS.GE
საქართველოს ფოსტა – CSG
1/4 ფინალისტების ვინაობა 9 მაისს გაირკვევა.
ბრინჯაოს ლიგის ბომბარდირები: ირაკლი ბურჭულაძე (ევროკრედიტი) – 22, ჯაბა კოღუა (საქართველოს ფოსტა) – 19, პაატა ჩახაია (ჯო ენი) – 17, ზურა ბიძინაშვილი (ჯო ენი) – 16, გიორგი ხაჩოშვილი (საქართველოს ფოსტა), გიორგი მაკარაშვილი (პალიტრა) – 15
შაბათსვე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის თასის გათამაშების ფინალისტები გამოვლინდნენ. ერისთავისა და ევროპაბეთის 1/2 ფინალური დაპირისპირება მოულოდნელი შედეგით, 7-0 დასრულდა „იურისტების“ სასარგებლოდ, რომლებიც თასის ფინალში პირველად ითამაშებენ. მათი მეტოქე კი 2012/13წ.წ სეზონის თასის მფლობელი ბი პი ჯორჯია იქნება. „მენავთობეებმა“ საქართველოს ბანკთან გამართულ საკმაოდ დაძაბულ და საინტერესო ორთაბრძოლაში ძირითადი და დამატებითი დროის ნულოვანი ფრით დასრულების შემდეგ, წარმატებას 7 მეტრიანების სერიაში მიაღწიეს და თასის მეორედ მოგებას შეეცდებიან. ფინალური შეხვედრა 31 მაისს გაიმართება.
02.05.2015. თასი. 1/2 ფინალი
ერისთავი – ევროპაბეთი 7-0
საქართველოს ბანკი – BP GEORGIA 0-0 პენ. 5-6
კვირას, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში სტარტი აიღო კიდევ ერთმა გათამაშებამ – გაერთიანებული ლიგა, რომელშიც 6 გუნდი მონაწილეობს. 3 მაისს პირველი ტურის ერთი შეხვედრა გაიმართა. თრეველკემპჯორჯიამ12-1 დაამარცხა კნაუფი. ამ ორი გუნდის გარდა, მომდევნო კვირიდან გათამაშებაში ჩაებმევიან შანგრილა, გორგია, ჯიპიაი ჰოლდინგი და რუსთავის მერია. წრიული ეტაპის შემდეგ გამოვლინდება საუკეთესო ოთხეული, რომლებიც 1/4 ფინალში ბრინჯაოს ლიგის 6-7 ადგილზე გასულ გუნდებთან ითამაშებენ.
03.05.2015. გაერთიანებული ლიგა. I ტური
კნაუფი – Travelcamp Georgia 1-12
სათამაშო კვირა სუპერლიგის XIV ტურის მატჩებით დასრულდა.
მიმდინარე გათამაშებაში მესამე გამარჯვება მოიპობა ბათუმის „დინამომ“, რომელმაც აუტსაიდერ DHL-ს სძლია 2-1. დამაჯერებლად იმარჯვა „ვარსკვლავურმა“ პროგრეს ბანკმა, რომელმაც პირველი წრის მსგავსად, ახლაც მოახერხა საქართველოს უნივერსიტეტის დამარცხება 5-2 და საპლეიოფო ოთხეულში პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა. ყველაზე დაძაბული კი მფკ ნატახტარისა და სკ ჯვაროსნების დაპირისპირება გამოდგა. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე შეხვედრა ნატახტარის გამარჯვებით 4-3 დასრულდა, რითიც მათ მეტოქეზე წინა წრეში განცდილი მარცხისთვის რევანში აიღეს და ცხრილში პირველ ადგილზეც გადაინაცვლეს.
03.05.2015. სუპერლიგა. XIV ტური
DHL – დინამო (ბთ) 1-2
UG – პროგრეს ბანკი 2-5
ს.კ ჯვაროსნები – მფკ ნატახტარი 3-4
სუპერლიგის ბომბარდირები: რევაზ ინჯგია (შსს) – 19, კახა კალაძე (პროგრეს ბანკი), ალექსანდრე იაშვილი (პროგრეს ბანკი) – 17
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია ფეხსაცმლის დანიური ბრენდი „ECCO“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, N.Geo.N, „მედი ქლაბ ჯორჯია“, NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური „ომეგა“, თაფლი „მეფუტკრე“, ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”
რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და სპორტული ჟურნალები “OFFSIDE” და „ლელო week”.
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური