SBM LEAGUE 2014/15: წლის სუპერ დასასრული
28 დეკემბერს, ჯ.ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიამ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2014 წლის დასკვნით სათამაშო დღეს უმასპინძლა.
გულშემატკივრის განსაკუთრებულ ინტერესს, რასაკვირველია სუპერლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრა იწვევდა, სადაც ერთმანეთს გათამაშების ორი ლიდერი, პროგრეს ბანკი და მფკ ნატახტარი დაუპირისპირდნენ. კალაძე, მუჯირი, იაშვილი, დემეტრაძის ოთხეულს გუშინ ლევან კობიაშვილიც შეუერთდა, რომელმაც ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში სადებიუტო შეხვედრა გამართა.
სავსე ტრიბუნების წინ მიმდინარე დაპირისპირება უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და თამამად დაიმსახურა ჩემპიონატის საუკეთესო მატჩის წოდება. ანგარიში ლევან კობიაშვილის სადებიუტო გოლით გაიხსნა, რომელმაც კალაძე- იაშვილის ორსვლიანი კომბინაცია, მისთვის უჩვეულო მარჯვენა ფეხით დააგვირგვინა 1-0. მალევე ჩემპიონმა ანგარიში გაათანაბრა, შორეული დარტყმა ნატახტარის კაპიტანმა, გიორგი სეფერთელაძემ შეასრულა – 1-1. „ბანკირები“ პირველ ტაიმშივე დაწინაურდნენ. საოცარი გოლი გაიტანა კახა კალაძემ, რომელმაც საკუთარი მეკარისგან მიღებული ბურთი, ერთი შეხებით შორეულ ცხრიანში გადაგზავნა – 2-1. გოლი უდაოდ საუკეთესოა მიმდინარე გათამაშებაში.
ამის შემდეგ ორივე კართან მომენტები მრავლად იქმნებოდა, თუმცა ხან შემტევები ცოდავდნენ, ხანაც მეკარეები ირჯებოდნენ დამაჯერებლად. ეს განსაკუთრებით პროგრესის კიპერზე, გიორგი ვეშაპიძეზე ითქმის, რომელმაც არაერთი ურთულესი ბურთის მოგერიება მოახერხა. მეორე ტაიმში ანგარიში მაინც გათანაბრდა, კახაბერ გოგოხიას დაწყებული იერიში, მანვე ეფექტური დარტყმით დაასრულა – 2-2. დაწინაურების ყველაზე რეალური შანსი კი ისევ ნატახტარს ქონდა, თუმცა 7 მეტრიანი დარტყმა სეფერთელაძეს მეკარემ აუღო. ამის შემდეგაც, დაძაბულობა ბოლო წამამდე არ ჩამცხრალა, თუმცა საბოლოოდ გუნდები მშვიდობიანად დაცილდნენ ერთმანეთს, ფრე 2-2. ამ მატჩის შემდეგ, პროგრეს ბანკს 7 მატჩი მოპოვებული 14 ქულით სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი უკავია, ხოლო ნატახტარი 13 ქულით შსს-თან იყოფს მეორე-მესამე ადგილებს. მეშვიდე ტურის დანარჩენი სამი შეხვედრა უკვე მომდევნო წელს გაიმართება.
28.12.2014. სუპერლიგა. VII ტური
მფკ ნატახტარი – პროგრეს ბანკი 2-2
გოლები: სეფერთელაძე (1), გოგოხია (1) – კობიაშვილი (1), კალაძე (1)
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები
სუპერლიგის ბომბარდირები:
ალექსანდრე იაშვილი (პროგრეს ბანკი) – 11, კახა კალაძე (პროგრეს ბანკი) – 10, რევაზ ინჯგია (შსს) – 9
გუშინ კიდევ ოთხი შეხვედრა გაიმართა. მეექვსე ტურის დარჩენილი სამი მატჩი გამართეს ვერცხლის ლიგის გუნდებმა. მოულოდნელად დამარცხდა სნიკერსი, რომელმაც ბანკ რესპუბლიკასთან დათმო, 1-3. დამაჯერებლად მოიგო ბი პი ჯორჯიამ ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის გუნდთან, 7-1. უხვგოლიანი გამოდგა საქრუსენერგოსა და კრედოს დაპირისპირება, სადაც სამი ქულა „ბანკირებმა“ მოიპოვეს, 9-4.
28.12.2014.ვერცხლის ლიგა. VI ტური
ტატიშვილი – BP GEORGIA 1-7
გოლები: არველაძე (1) – კუჭუაშვილი (2), მალაშხია (1), გულარიძე (3), ლუბიჩიჩი (1)
ბანკი რესპუბლიკა – სნიკერსი 3-1
გოლები: ზერეკიძე (2), ნიჟარაძე (1) – ბ.მენთესაშვილი (1)
საქრუსენერგო – კრედო 4-9
გოლები: ანდღულაძე (3), მიქაუტაძე (1) – ჩიხრაძე (6), ნიკოლავა (1), ცერცვაძე (2)
ვერცხლის ლიგის მეშვიდე ტურის ერთი შეხვედრაც კვირას გაიმართა. პროკრედიტ ბანკი რუსთავი 2-ს დაუპირისპირდა და მოულოდნელად, 3-4 დამარცხდა.
28.12.2014. ვერცხლის ლიგა. VII ტური
პროკრედიტ ბანკი – რუსთავი 2 3-4
გოლები: თურმანიძე (2), ჟღენტი (1) – კვეზერელი (3), ამიროვი (1)
ვერცხლის ლიგის ბომბარდირები:
ლადო ასათიანი (ბაქსვუდი), ლევან ჩიხრაძე (კრედო) – 16, გიორგი აფციაური (GWP) – 14, ლაშა ჯოხაძე (საქართველოს ბანკი 2), ზურა ცერცავძე (კრედო) – 13
გუშინდელი დღე იმითაც იყო გამორჩეული, რომ წლის დასრულებასთან დაკავშირებით, ჩემპიონატის ორგანიზატორმა, სპორტულმა სააგენტო SBM, გულშემატკივარს გათამაშება შესთავაზა, რის შედეგადაც რამოდენიმე იღბლიანი სახლში ესპანური სპორტული ბრენდის JOMA-ს და თაფლი „მეფუტკრეს“ პროდუქციით ხელდამშვენებული დაბრუნდა.
რაც შეეხება სეზონის განახლებას, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში თამაშები 18 იანვარს გაიმართება.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი „სკეჩერსი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, „მედი ქლაბ ჯორჯია“, თაფლი „მეფუტკრე“, ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”
რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge და ყოველკვირეული ჟურნალი „ლელო week”.
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური