SBM LEAGUE 2014/15: წრიული ეტაპი კულმინაციას უახლოვდება

თარიღი: აპრილი 20, 2015

18 და 19 აპრილს, ჯ.ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიამ ტრადიციულად ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი კალენდარული დღის თამაშებს უმასპინძლა.

პირველი სათამაშო დღე ბრინჯაოს ლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრებს დაეთმო. ა ჯგუფის ცენტრალური დაპირისპირება ბიბლუსსა და მფკ ტატიშვილს შორის მოულოდნელი ანგარიშით, 5-0 დასრულდა ბიბლუსის სასარგებლოდ, რაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ „გამომცემლები“ სატურნირო ცხრილის სათავეში მოქცეულიყვნენ. დამარცხდა კიდევ ერთი ლიდერი მფკ პალერმო, რომელმაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდთან დათმო 1-4. საკმაოდ დაძაბულად წარიმართა მერიისა დაევროკრედიტის დაპირისპირება. საპლეიოფო ზონაში მოსახვედრად „თბილისელებმა“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს, ანგარიშით 4-2. თავის მხრივ საჭირო ქულები დაკარგა მათმა მეტოქემ. წარმატებულად განაგრძობს ასპარეზობას „ქლინინგ სერვის გრუპი“, რომელსაც ბი პი 2-ის ძლევა არ გასჭირვებია 5-1 და საუკეთესო ხუთეულში მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა. პირველი სამი ქულა მოიპოვათიბისი ფეიმ, რომელმაც კრედო – ქვემო ქართლი არ დაინდო, 12-4. წრიული ეტაპის დარულებამდე ორი ტურით ადრე ხუთეულში მოხვედრის რეალური შანსი 7 გუნდს აქვს, საიდანაც ორს, ბიბლუსსა და მფკ ტატიშვილის პლეიოფში თამაში ფაქტიურად განაღდებული აქვთ.

დარჩენილ ორ ტურში არანაკლებ დაძაბული მატჩებია მოსალოდნელი ბ ჯგუფში. მორიგი იოლი გამარჯვება მოიპოვა ერთპიროვნულმა ლიდერმა, კასპის „გენერალმა“– კვირას გამართულ შეხვედრაში კასპელებმაკარფურიდაამარცხეს11-0. საჭირო სამი ქულის მოპოვება მოახერხა vivus.ge-მ, რომელმაც უშუალო კონკურენტს მცხეთის „გუჯარს“ სძლია 3-0 და სატურნირო ცხრილში საიმედო მესამე ადგილზე გადაინაცვლა. მცხეთელთა წაფორხილებით ისარგებლა ჯო ენმა და ბაქსვუდის დიდი ანგარიშით 13-5ძლევით, „გუჯარს“ ქულებით გაუთანაბრდა და ბურთების უკეთესი სხვაობით მეხუთე პოზიციაზე აღზევდა. ჯგუფის და მთლიანად ტურის გამორჩეული დაპირისპირება გაიმართა საქართველოს ფოსტისა დაპალიტრა მედიას გუნდებს შორის. „ფოსტალიონები“ მატჩის მსვლელობისას 1-3 აგებდნენ, თუმცა მხურვალე ქომაგობისა და განსაკუთრებული მონდომების ხარჯზე 4-3 დაამარცხეს მეტოქე და კასპელებთან ერთად ბრინჯაოს ლიგაზე დაუმარცხებლად განაგრძობენ ასპარეზობას.

ა ჯგუფის მსგავსად, ბ ჯგუფშიც მხოლოდ ორ გუნდს აქვს პლეიოფი განაღდებული, გენერალი და ფოსტა დიდი ალბათობით პირველ-მეორე ადგილებს არ დათმობენ, დარჩენილი სამი ადგილისთვის კი 5 გუნდი აცხადებს რეალურ პრეტენზიას.

18.04 – 19.04.2015. ბრინჯაოს ლიგა. VII ტური.

ა ჯგუფი

MFC PALERMO – სდსს1-4

CSG – BP 25-1

ევროკრედიტი – მერია4-2

კრედო (ქვემო ქართლი) – TBC Pay4-12

ბიბლუსი – მფკ ტატიშვილი5-0

ბ ჯგუფი

გუჯარი (მცხეთა) – VIVUS.GE0-3

ჯო ენი – ბაქსვუდი 213-5

მედიქლაბჯორჯია – მეგაკო3-0

პალიტრა მედია – საქართველოს ფოსტა3-4

19.04.2015

კარფური – გენერალი (კასპი)0-11

*დაწვრილებითი სატურნირო მდგომარეობა იხილეთ სატურნირო ცხრილებში, რომელიც მასალას ერთვის თან.

ბრინჯაოს ლიგის ბომბარდირები: პაატა ჩახაია ( ჯო ენი) – 16, ზურა ბიძინაშვილი (ჯო ენი) – 15, ჯაბა კოღუა (საქართველოს ფოსტა), ირაკლი კირვალიძე (ბიბლუსი), გიორგი მაკარაშვილი (პალიტრა) – 13

სათამაშო უქმეები 19 აპრილს განახლდა.

ვერცხლის ლიგის პლეიოფში გამსვლელი ყველა გუნდის ვინაობა ცნობილია. ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის გუნდმა დამაჯერებლად, 8-2 დაამარცხა რუსთავი 2 და დარჩენილი მერვე საგზური გაინაღდა. შესაბამისად ამ შედეგის შემდეგ ვითიბი 2-სა და საქრუსენერგოს დაპირისპირება მხოლოდ „ბანკირებისთვის“ იყო მნიშვნელოვანი, რომელთაც სამი ქულის მოპოვება არ გასჭირვებიათ – 6-0. ვერცხლის წრიული ეტაპის გამარჯვებული კი საქართველოს ბანკი 2 გახდა. ბაქსვუდთან2-1 მოგებული შეხვედრის შემდეგ ისინი 32 ქულით მეტოქეთათვის მიუწვდომელები გახდნენ.

ბოლო ტურის დარჩენილი სამი შეხვედრა უკვე 26 აპრილს გაიმართება და მთავარ ინტრიგად ზედა რვიანში ადგილების განაწილება რჩება. სწორედ ამის მიხედვით უნდა გაირკვეს, თუ როგორ დაწყვილდებიან გუნდები ორ რაუნდიან პლეიოფში.

19.04.2015. ვერცხლის ლიგა. XIII ტური

რუსთავი 2 – ტატიშვილი2-8

ბაქსვუდი – საქართველოს ბანკი 21-2

ვითიბი ბანკი 2 – საქრუსენერგო6-0

*დაწვრილებითი სატურნირო მდგომარეობა იხილეთ სატურნირო ცხრილში, რომელიც მასალას ერთვის თან.

ვერცხლის ლიგის ბომბარდირები: ზურა ცერცავძე (კრედო), ლაშა ჯოხაძე (საქართველოს ბანკი 2) – 27, ლადო ასათიანი (ბაქსვუდი) – 26, გიორგი აფციაური (GWP) -23

განსაკუთრებული სიურპრიზების გარეშე წარიმართა სუპერლიგის მეცამეტე ტურის სამი შეხვედრა. გამორჩევის ღირსი ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდების დაპირისპირებაა, რომელიც საკმაოდ საინტერესო და სანახაობრივი გამოდგა და საბოლოოდ ორივე გუნდისთვის არასასურველი ანგარიშით, 3-3 დასრულდა. აჭარლები მატჩის მსვლელობისას 2-0 ამარცხებდნენ მეტოქეს, თუმცა ბოლოს თავად გაუხდათ შეხვედრა გადასარჩენი.

რაც შეეხება ზედა ოთხეულის გუნდებს, ცხრილის ლიდერმა, შსს-მ იოლად 7-2 მოუგო DHL-ს, ხოლო მფკ ნატახტარმასაქართველოს უნივერსიტეტის გუნდი გაანადგურა 9-1. ტურის ცენტრალური დაპირისპირება პსპ-სა და პროგრეს ბანკს შორის გუნდების და ორგანიზატორების შეთანხმებით, გადაიდო. მატჩის გამართვის თარიღი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

19.04.2015. სუპერლიგა. XIII ტური

შსს – DHL GEORGIA7-2

დინამო (ბთ) – FC TTC3-3

მფკ ნატახტარი – UG9-1

დაწვრილებითი სატურნირო მდგომარეობა იხილეთ სატურნირო ცხრილში

supersilverbronze (1) bronze (2)

სუპერლიგის ბომბარდირები: რევაზ ინჯგია (შსს) – 19, ალექსანდრე იაშვილი (პროგრეს ბანკი) – 17, კახა კალაძე (პროგრეს ბანკი) – 15

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია ფეხსაცმლის დანიური ბრენდი „ECCO“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, N.Geo.N, „მედი ქლაბ ჯორჯია“, NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური „ომეგა“, თაფლი „მეფუტკრე“, ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”

რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და სპორტული ჟურნალები “OFFSIDE” და „ლელო week”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კუბო: “ბარსელონას” ფანებისგან სტვენას ვიმსახურებ”

მადრიდის “რეალიდან” “მალიორკაში” განათხოვრებულმა ტაკეფუსა კუბომ “კამპ ნოუზე” “ბარსელონასთან” მატჩში მო...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანტონიო კონტეს “ინტერში” მარკოს ალონსოს დამატება სურს

მილანის “ინტერი” ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველ მარკოს ალონსოთი დაინტერესდა. იტალიური პრესის ინფორმაციით, “ნერიაძურის...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალი” ფეხბურთელების გაყიდვით 200 მილიონს თუ ვერ გამოიმუშავებს, დაისჯება

გავლენიანი ესპანური გამოცემა მარკა ირწმუნება, რომ მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები ფინანსური ფეარ-პლეის წესების დარღვევის დიდი საფრთხის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო: “ჩემი ვაჟი სონს სონალდოს ეძახის”

ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, გუნდის ერთ-ერთ ლიდერ სონ ჰინ მინზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კურიოზი: ბაკაიოკოს საკუთარი ნომერი არ ახსოვდა და ეგონა, რომ ცვლიდნენ (ვიდეო)

7 დეკემბერს, საფრანგეთის ლიგა 1-ში “მონაკომ” საკუთარ მოედანზე “ამიენი” მიიღო და მეტოქე 3:0 დაამარცხა. შეხვედრის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ მოიქცნენ “ნაპოლის” ფეხბურთელები, როცა მათ კონტრ-შეტევის შანსი ჰქონდათ (ვ

7 დეკემბერს, იტალიის სერია A-ში “უდინეზემ” საკუთარ მოედანზე “ნაპოლი” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა. მატჩის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია “სოჭისთან” საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

რუსული პრემიერ ლიგის მე-19 ტურში ყაზანის “რუბინი” “სოჭის” ესტუმრა და 1-1 ითამაშა. მე-2 ნახევარში მოედანზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხოაკინმა დი სტეფანოს რეკორდი დაამხო

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-16 ტურში “ბეტისმა” საკუთარ მოედანზე ბილბაოს “ატლეტიკი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა....
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ჭიაბრიშვილმა “საბურთალო” დატოვა

თბილისის “საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა გუნდი დატოვა. ჭიაბრიშვილმა დღეს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“საბურთალომ” ისტორიაში პირველად საქართველოს თასი მოიგო

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებული ისტორიაში პირველად თბილისის “საბურთალო” გახდა. “საბურთალო” ჯერ კოხრეიძ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი კოხრეიძემ საქართველოს თასის ფინალში საოცარი გოლი გაიტანა (ვიდეო)

საქართველოს თასის ფინალში, “საბურთალოსა” და “ლოკომოტივს” შორის მიმდინარე მატჩში ანგარიში მე-12 წუთზე გიორგი კოხრეიძემ გახსნა. ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“იუვენტუსიც” დამარცხდა – ევროპის TOP 5 ლიგაში დაუმარცხებელი გუნდი არ დარ

7 დეკემბერს სერია A-ს მეთხუთმეტე ტურის შეხვედრა შედგა რომის “ლაციოსა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის. როგორც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუის სუარესი: “ეს ჩემი კარიერის საუკეთესო გოლია”

კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა “მალიორკასთან” მატჩის შემდეგ საკუთარი, ქუსლით გატანილი გოლი შეაფასა. 32 წ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ჩაკვეტაძე: “დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდში მედგა და მამხნევებდა”

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბელგიური “გენტის” შემტევი, გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმისაგან გამოწვეული 8-თვიანი პაუზის შემდეგ მოედანზე [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ჩაკვეტაძე და “გენტის” ფანები მატჩის დასრულების შემდეგ (ვიდეო)

7 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბელგიური “გენტის” შემტევი, გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს დაუბრუნდა. 20 წლის […]...
წაკითხვა