SBM LEAGUE 2014/15: ვერცხლის ლიგის 1/4 ფინალური წყვილები ცნობილია

თარიღი: აპრილი 27, 2015

გასულმა უქმეებმა ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში ტრადიციულად საინტერესოდ ჩაიარა. 25-26 აპრილს ჯ.ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიაში ბრინჯაოს ლიგის მერვე ტურის გარდა, ვერცხლის ლიგის წრიული ეტაპის ბოლო ტურის დარჩენილი შეხვედრები და ოქროს ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის განმეორებითი დაპირისპირებები გაიმართა.

ბრინჯაოს ლიგის პლეიოფში გამსვლელი 10 გუნდის ვინაობა საბოლოოდ ბოლო ტურის შემდეგ გაირკვევა. განსაკუთრებით დაძაბული სიტუაციია ამ მხრივ ა ჯგუფში, სადაც მომდევნო ეტაპის საგზური მხოლოდ ერთ გუნდს აქვს განაღდებული. მფკ ტატიშვილმა როგორც მოსალოდნელი იყო, იოლად, 10-4 დაამარცხა კრედო-ქვემო ქართლი და ბოლო ტურის წინ სატურნირო ცხრილს 19 ქულით ლიდერობს. რაც შეეხება სხვა შეხვედრებს, მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ევროკრედიტმა, რომელმაც ბი პი 2 დაამარცხა 4-0 და ხუთეულში მოსახვედრად ბოლო ტურში გამარჯვება ესაჭიროება. უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და თბილისის მერიის გუნდების  დაპირისპირება. ორივე გუნდის უამრავი მცდელობის მიუხედავად შეხვედრა მათთვის „არასასურველი“ შედეგით, ფრედ 2-2 დასრულდა და ამ გუნდების მომდევნო ეტაპზე თამაშის შანსები მხოლოდ თეორიულია. კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართა მფკ პალერმოსა და ბიბლუსს შორის. მინი ფეხბურთის ვეტერანებით და მათი მეგობრებით დაკომპლექტებულმა „სიცილიელებმა“ არად ჩააგდეს მეტოქის ფავორიტის სტატუსი და 4-1 გაიმარჯვეს. მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ბოლო ტურში ორივე გუნდს თითო ქულაც ყოფნის.

ა ჯგუფისგან განსხვავებით , მხოლოდ ერთი საგზურის ბედი უნდა გაირკვეს ბ ჯგუფის ბოლო ტურში. კვლავ დაუმარცხებლად აგრძელებს ასპარეზობას კასპის „გენერალი“, რომელიც „რეგიონალურ დერბიში“ მცხეთის „გუჯარს“ დაუპირისპირდა და ფრედ 2-2 ეთამაშა. კასპელების მსგავსად წაუგებელია და 20 ქულა აქვს საქართველოს ფოსტას, რომელიც ცხრილში მეორე პოზიციაზე იმყოფება. პლეიოფში ითამაშებენ ასევე VIVUS.GE და პალიტრა. ამ უკანასკნელმა ბაქსვუდი 2-ს სძლია 4-1, ხოლო ვივუსმა კვირას ჯო ენი დაამარცხა 6-2. რაც შეეხება ბოლო საგზურის ბედს, იგი მცხეთის გუჯარისა და მედიქლაბჯორჯიას ბოლო ტურში გასამართ დაპირისპირებაში უნდა გაირკვეს. გამარჯვების შემთხვევაში ერთ-ერთი მათგანი ხუთეულის საგზურს გაინაღდებს. არსებობს იმის შანსიც, რომ თუ ეს დაპირისპირება ფრედ დასრულდა და ჯო ენმა ბოლო ტურში გენერალს მოუგო, 1/8 ფინალში სწორედ მათ ითამაშონ. სხვა შემთხვევაში მცხეთელებს ფრეც აძლევთ ხელს, ვინაიდან ისინის ბურთების უკეთესი სხვაობით ჯობნიან მეტოქეს.

25-26.04.2015. ბრინჯაოს ლიგა. VIII ტური.

ა ჯგუფი

BP 2 – ევროკრედიტი 0-4

სდსს – მერია 2-2

მფკ ტატიშვილი -კრედო-ქვ. ქართლი 10-4

MFC PALERMO – ბიბლუსი 4-1

 

 

ბ ჯგუფი

მეგაკო – საქართველოს ფოსტა 0-3

გენერალი (კასპი) – გუჯარი (მცხეთა) 2-2

მედიქლაბჯორჯია – კარფური 2-1

ბაქსვუდი 2 – პალიტრა მედია 1-4

26.04.2015

VIVUS.GE – ჯო ენი 6-2

 

ბრინჯაოს ლიგის ბომბარდირები: ირაკლი ბურჭულაძე (ევროკრედიტი), პაატა ჩახაია (ჯო ენი) – 16, ზურა ბიძინაშვილი (ჯო ენი) – 15, გიორგი მაკარაშვილი (პალიტრა) – 14, ჯაბა კოღუა (საქართველოს ფოსტა), ირაკლი კირვალიძე (ბიბლუსი) – 13

 

ვერცხლის ლიგის 1/4 ფინალური წყვილები ცნობილია. ბოლო ტურის დარჩენილმა სამმა შეხვედრამ ყოველგვარი სიურპრიზების გარეშე ჩაიარა.  კრედომიოლად, 5-1 დაამარცხა დისკვალიფიკაციებით შესუსტებული სნიკერსი და ცხრილში მეორე პოზიცია დაიკავა. მესამე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა GWP-იმ, რომელმაც ბანკ რესპუბლიკას მოუგო იოლად 7-0. მეოთხე ადგილით ითამაშებს პლეიოფში ბი პი ჯორჯია, რომელმაც პროკრედიტ ბანკს სძლია 4-0.

26.04.2015. ვერცხლის ლიგა. XIII ტური

ბანკი რესპუბლიკა – GWP 0-7

კრედო – სნიკერსი 5-1

პროკრედიტ ბანკი – BP GEORGIA 0-4

საბოლოოდ გუნდები 1/4 ფინალში შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

საქართველოს ბანკი 2 – ბანკი რესპუბლიკა

კრედო – ტატიშვილი

GWP – ვითიბი 2

BP GEORGIA – სნიკერსი

ორ რაუნდიანი დაპირისპირებები 10 და 24 მაისს გაიმართება.

რაც შეეხება დანარჩენ ექვს გუნდს, ისინი ბრინჯაოს ლიგის პლეიოფში განაგრძობენ ასპარეზობას.

ვერცხლის ლიგის ბომბარდირები: ზურა ცერცვაძე (კრედო) – 29, ლაშა ჯოხაძე ( საქართველოს ბანკი 2) – 27, ლადო ასათიანი (ბაქსვუდი) – 26, გიორგი აფციაური (GWP) – 25

 

ოქროს ლიგაში კი ჩემპიონობისთვის ბრძოლას საუკეთესო ოთხეული განაგრძობს.

1/4 ფინალის განმეორებითი შეხვედრები განსაკუთრებული სენსაციის გარეშე დასრულდა.

„ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურამ“ მეორე შეხვედრაშიც დიდი ანგარიშით (12-3) დაამარცხა ბორჯომი. შედეგიანი ფრე დაფიქსირდა ნატახტარისა და ერისთავის დაპირისპირებაში 5-5. პირველი შეხვედრა ნატახტარს 5-1 ქონდა მოგებული.

რაც შეეხება კიდევ ორ ¼ ფინალურ დაპირისპირებას, ისინი უაღრესად დაძაბულად წარიმართა.

პირველ შეხვედრაში ვითიბი ბანკთან მოგებული 3-1 შემდეგ, ევროპაბეთმა განმეორებითი მატჩი მინიმალური სხვაობით 0-1 დათმო, თუმცა ეს გამარჯვება „ბანკირებისთვის“ საკმარისი არ აღმოჩნდა.

საქართველოს ბანკისა და პრივატ ბანკის „საბანკო დერბიში“ კი გამარჯვებულის გამოსავლენად 7 მეტრიანების სერიის დანიშვნა გახდა საჭირო. პირველ მატჩში ნაჩვენები ფრე (1-1), გუშინდელ შეხვედრაში გუნდებმა თითო ბურთით გააუმჯობესეს – 2-2. უგოლოდ დასრულდა დამატებითი 5 წუთიანი ტაიმიც. 7 მეტრიანები კი საქართველოს ბანკის ფეხბურთელებმა შეასრულეს უკეთ და სერიაში 6-4 იმარჯვეს.

 

 

26.04.2015. ოქროს ლიგა. 1/4 ფინალი (განმეორებითი)

 GM ჭიათურა – ბორჯომი 12-3 (8-0)

ვითიბი ბანკი – ევროპაბეთი 1-0 (1-3)

საქართველოს ბანკი – პრივატბანკი 2-2 პენ. 6-4 (1-1)

ნატახტარი – ერისთავი 5-5 (5-1)

1/2 ფინალში გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

GM ჭიათურა – ევროპაბეთი

ნატახტარი – საქართველოს ბანკი

მატჩები 17 და 31 მაისს გაიმართება

ოქროს ლიგის ბომბარდირები: გიორგი სეფერთელაძე (ნატახტარი) – 14, მიხეილ გოგბერაშვილი (GM ჭიათურა) – 12, კახაბერ გოგოხია (ნატახტარი) – 11

 

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია ფეხსაცმლის დანიური ბრენდი „ECCO“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, N.Geo.N, „მედი ქლაბ ჯორჯია“, NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური „ომეგა“,  თაფლი „მეფუტკრე“,  ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”

რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და სპორტული ჟურნალები “OFFSIDE” და  „ლელო week”.

 

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

 

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

დეპაიმ “ნიმს” შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

საფრანგეთის ჩემპიონატში, “ნიმსა” დ “ლიონს” შორის მიმდინარე მატჩის 64-ე წუთზე მემფის დეპაიმ მასპინძელთა კარში ულამაზესი [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

სარი: “კრიშტიანუს, დიბალასა და იგუაინს ერთად ვერ ვათამაშებთ”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, გუნდში სელექციასთან არსებულ პრობლემებზე გააკეთა კომენტარი. შეგახსენებთ, რომ R...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბეილი “რეალის” ვარჯიშზე გოლფის მოძრაობებს იმეორებდა (ვიდეო)

სოციალურ ქსელებში მადრიდის “რეალის” ვარჯიშზე გადაღებული ვიდეო ვირუსულად გავრცელდა. ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ აკეთებს გარეთ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რობერტო მარტინესი: “აზარი ფეხბურთის მაიკლ ჯორდანია”

ბელგიის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა, მადრიდის “რეალის” სუპერვარსკვლავ ედენ აზართან მაიკლ ჯორდანი გააიგივა....
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰოლანდის კონტრაქტში არსებულ ფარულ პუნქტზე ინფორმაცია გავრცელდა

“ზალცბურგის” ახალგაზრდა ვარსკვლავმა, ერლინგ ჰოლანდმა, შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ავსტრიული კლუბი დატოვოს. ამ ინფორმაციას გერმ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლონდონის “ჩელსის” სატრანსფერო აკრძალვა მოეხსნა

სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლონდონის “ჩელსის” სატრანსფერო აკრძალვა მოეხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლონდონურ კლუბს [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლიონელ მესის გოლები ვარჯიშზე (ვიდეო)

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ მარტივად გააქვს ლიონელ მესის გოლები ვარჯიშზე. Ahah wtf […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

თაუნსენდი: “აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ვიყავი, ერთ ღამეში 55000 ევრო წავაგე̶

“კრისტალ პალასის” გარემარბმა, ანდროს თაუნსენდმა განაცხადა, რომ ერთ დროს ის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული იყო. 28 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრიზისი გრძელდება: “არსენალი” შინ “ბრაიტონთან” დამარცხდა

პრემიერ ლიგის მე-15 ტური ლონდონის “არსენალისა” და “ბრაიტონის” დაპირისპირებამ დახურა. უნაი ემერის განთავისუფლების შემდეგ “...
წაკითხვა
ფეხბურთი

კურიოზი: როგორი გოლი გავიდა “შეფილდი” – “ნიუკასლის” მატჩში (

ინგლისის პრემიერ ლიგაში, “შეფილდ იუნაიტედსა” და “ნიუკასლს” შორის მიმდინარე მატჩში საინტერესო რამ მოხდა. 70-ე წუთზე, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კურიოზი: როგორც ცდილობდა ვან დეიკი კინისათვის ხელის შეშლას (ვიდეო)

4 დეკემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგის მე-15 ტურში “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე “ევერტონი” მიიღო და მეტოქე 5:2 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრაუჩი: “სალაჰი გარემარბიდან ეგოისტ თავდამსხმელად გარდაიქმნა”

“ლივერპულის” ყოფილმა თავდამსხმელმა, პიტერ კრაუჩმა, მერსესაიდულ დერბიში “ენფილდელების” გამარჯვების (5:2) შემდეგ მოჰამედ სალაჰი ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლეო მესი: “სირცხვილია, სადიო მანე მხოლოდ მეოთხე ადგილზე რომ გავიდა”

კარიერაში მეექვსე ოქროს ბურთის მოგების შემდეგ, ლეო მესი, რეიტინგში მეოთხე პოზიციაზე გასულ სადიო მანეს გამოექომაგა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იბრაჰიმოვიჩი: “მაისურებზე დატანილი წარწერებით პრობლემა არ გადაიჭრება”

ბოლო დროს მსოფლიო ფეხბურთში განსაკუთრებით გამწვავდა რასიზმთან დაკავშირებული პრობლემა, რასაც მმართველი ორგანიზაციები ჯერჯერობით ვერაფერს უპირისპირებენ....
წაკითხვა
ფეხბურთი

ესპანელები და გერმანელები ერთმანეთს ამხანაგურად გაეჯიბრებიან

26 მარტს ესპანეთისა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებთა შორის ამხანაგური შეხვედრა ჩატარდება. მატჩი მადრიდის “ატლეტიკოს” სტადიონ […]...
წაკითხვა