სებალოსი ედეგორს მადრიდის დატოვებას ურჩევს
მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა, დანი სებალოსმა, რომელიც “არსენალში” გახლავთ განათხოვრებული, ედეგორს კლუბის გამოცვლისკენ მოუწია – მისი აზრით, ახალგაზრდა ფეხბურთელებს ყველაზე მეტად სათამაშო პრაქტიკა სჭირდებათ.
“ახალგაზრდა ფეხბურთელებს რეგულარული სათამაშო დრო სჭირდებათ.”რეალში” ყოფნისას, მჭირდებოდა იმის ცოდნა, რომ ყველას თანაბარი შანსები ექნებოდა. მე საშინლად მინდოდა მოედანზე გასვლა.
საკმარის სათამაშო დროს ვერ ვიღებდი, მაგრამ გავაანალიზე, რომ გამოსავალი შრომაში იყო. ბევრი უნდა მეშრომა და მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გავმხდარიყავი სხვა კლუბისთვის.
ნამდვილად არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები მარტინ ედეგორისთვის, მაგრამ ნათელია, რომ ყველა ფეხბურთელს, ვისაც მადრიდში წარმატებების მიღწევა სურს, ამ შანსის გამოყენებას მოისურვებს.
მე ძალიან მომწონს ედეგორის სათამაშო სტილი. მხოლოდ ის შემიძლია ვურჩიო, რომ გამუდმებით იშრომოს და როდესაც შანსი მიეცემა, მაქსიმალურად გამოიყენოს,” – აცხადებს სებალოსი.