სეიდუ კეიტა ტრავმირებულია
“რომას” ნახევარმცველი, სეიდუ კეიტა, ნაკრებში თამაშის დროს დაშავდა. 30 წლის მალელი ეთიოპიის ნაკრებთან მატჩის 30-ე წუთზე შეცვალეს. პირველადი გამოკვლევების შემდეგ ექიმებს ეჭვი მენისკზე აქვთ.
შეგახსენებთ, კეიტა “რომას” ზაფხულში შეუერთდა. მის ანგარიშზე სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებული ექვსი შეხვედრაა.
აღსანიშნავია, რომ მალელი ნახევარმცველის გარდა რომაელთა ლაზარეთში კიდევ ორი შუახაზელი – დანიელე დე როსი და კევინ სტროოტმანი იმყოფებიან.