სეიდუ კეიტამ პეპეს ბოთლი ესროლა
30 ივლისს, მადრიდის “რეალსა” და “რომას” შორის გამართული მატჩის დაწყების წინ გულშემატკივარმა უსიამოვნო ეპიზოდი იხილა.
არავისთვისაა ახალი ის, რომ პეპესა და “რომას” ახალწვეულ სეიდუ კეიტას შორის კარგი ურთიერთობა არ სუფევს. 2011 წელს, როცა მალელი ნახევარმცველი “ბარსელონას” ღირსებას იცავდა, ერთ-ერთი “ელ კლასიკოს” მიმდინარეობისას, პეპემ მას “მაიმუნი” უწოდა.
დღეს, გამთენიისას, მაშინ როცა “რეალისა” და “რომას” ფეხბურთელები ერთმანეთს ესალმებოდნენ, კეიტამ პეპეს ხელი არ ჩამოართვა. როგორც Fox-ის ჟურნალისტი იტყობინება, პეპემ ამის გამო კეიტას შეაფურთხა. ცხადია, ამან წყობიდან რომაელთა მოთამაშეც გამოიყვანა, რომელმაც პორტუგალიელ მცველს ბოთლი ესროლა.