”სელტას” მცველმა, ჯონიმ რონალდო სიმულაციაში დააადნაშაულა
”ლა ლიგის” მე-14 ტურის მატჩის დამთავრების შემდეგ სკანდალი მოჰყვა. ესპანური პრესა რონალდოს სიმულაციას განიხილავს. თემის განხილვაში ”სელტას” ფეხბურთელებიც ჩაერთვნენ. ჯონი უშუალოდ იყო ამ ეპიზოდის მონაწილე. მატჩის შემდეგ მან მედიასთან კომენტარი გააკეთა.
,,ეს უბრალოდ სამართლიანი არაა. დიახ, მე მას ხელით შევეხე. ეს კი საჯარიმოს გარეთ მოხდა. მსაჯმა კი ყველაფერი სხვაგვარად დაინახა. ეპიზოდმა ძალიან იმოქმედა გუნდზე.” – განაცხადა ჯონიმ.