სელტიკის ფეხბურთელი სიმღერის გამო დასაჯეს

თარიღი: სექტემბერი 30, 2015

სელტიკის ფეხბურთელი ლი გრიფიტსი ორი მატჩით არის დისკვალიფიცირებული და 2.500 გირვანქა სტერლინგსაც გადაიხდის.

ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი ის ვიდეო არის, რომელშიც ასახულია, თუ როგორ მღერის ფეხბურთელი გულშემატკივრებთან ერთად შეურცხმყოფელ სიმღერას ჰართსის ყოფილ ფეხბურთელ რუდი სკაჩელზე. სიმღერაში გრიფიტსი ჩეხ ლეგიონერს ლტოლვილს უწოდებს.

აღსანიშნავია, რომ ეს ვიდეო შარშან აპრილის თვეშია დაგაღებული. თავად ფეხბურთელმა აღიარა დანაშაული და ბოდიშიც მოიხადა.

მსგავსი სიახლეები