სემ ალარდაისს აშშ-ს ნაკრებში ეპატიჟებიან
უცხოურ პრესაში გავრცელებული უახლესი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ამერიკის შეერთებულ შტატების მთავარი მწვრთნელის პოსტს სემ ალარდაისს სთავაზობენ, თავად ინგლისელმა სპეციალისტმაც დაადასტურა.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის აღნიშნული პოსტი ვაკანტურია – აშშ-ს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი თავკაცი, ბრიუს არენა, რომელმაც გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება ვერ მოუტანა, ოქტომბრის თვეში გაანთავისუფლეს.
გეტყვით იმასაც, რომ სემ ალარდაისს მერსესაიდის “ევერტონში” მისვლასაც უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა “კამფეტები” დავიდ მოიესს ჩააბარეს. ასე რომ, საკმაოდ დიდი შანსია, ალარდაისი ამ შეთავაზებას დათანხმდეს.