სემ ელერდაისმა სამწვრთნელო კარიერა დაასრულა
სემ ელერდაისმა “კრისტალ პალასის” თავკაცის პოსტი დატოვა და 62 წლის ასაკში სამწვრთნელო კარიერაც დაასრულა.
“კრისტალ პალასის” მადლიერი ვარ, ვინაიდან პრემიერლიგაში ადგილი შევინარჩუნეთ და კლუბმა ფეხბურთიდან თავაწეული წასვლის საშუალება მომცა. ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვების შემდეგ “კრისტალ პალასმა” რეპუტაციის აღდგენის შესაძლებლობა მომცა.
ჯერ კიდევ მაქვს ენერგია და მინდა, რომ ეს ძალა მოგზაურობას, ოჯახსა და შვილიშვილებს მოვახმარო, წნეხის გარეშე, რომელიც მწვრთნელად მუშაობის პერიოდში მქონდა. ჩემი მეუღლისა და ოჯახის წინაშე ვალდებული ვარ”, – ციტირებს ელერდაისის სიტყვებს “კრისტალ პალასის” ოფიციალური ვებგვერდი.
შეგახსენებთ, რომ სემ ელერდაისი ერთადერთი მწვრთნელია, რომელსაც პრემიერლიგის ექვს სხვადასხვა კლუბში უმუშავია (“ბოლტონი”, “ნიუკასლი”, “ბლექბერნი”, “ვესტ ჰემი”, “სანდერლენდი”, “კრისტალ პალასი”).