სენსაცია არ შედგა — საფრანგეთმა ირლანდიის დამარცხება შეძლო (ვიდეო)

თარიღი: ივნისი 26, 2016

ლიონში საფრანგეთისა და ირლანდიის ნაკრებებს შორის 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური შეხვედრა შედგა. მატჩის უპირობო ფავორიტად დიდიე დეშამის გუნდი მიიჩნეოდა, თუმცა ირლანდიელებმა მეორე წუთზევე შეძლეს დაწინაურება. პოლ პოგბამ საკუთარ საჯარიმო მოედანზე შეინ ლონგი წააქცია და მთავარმა არბიტრმაც უმალ თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა. პენალტი რობერტ ბრედიმ გაიტანა. ეს ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ადრე გატანილი თერთმეტმეტრიანი გახლავთ. გაშვებული გოლის შემდეგ “მამლები” ძალზედ გააქტიურდნენ, თუმცა ირლანდიელები თავს კომპაქტურად იცავდნენ, მჭიდროდ თამაშობდნენ და მეტოქეს მოედნის თითოეულ მონაკვეთზე ბრძოლას უჩაღებდნენ, არც დროის გაყვანას თაკილობდნენ. აღსანიშნავი იყო პოგბას შორეული საჯარიმო დარტყმა, თუმცა მეკარე დარენ რენდოლფმა საიმედოდ ითამაშა. გოლის გატანის ორი კარგი მომენტი ირლანდიელებსაც ჰქონდათ, თუმცა ერთ ეპიზოდში უგო ლორისმა იყოჩაღა, მეორე მომენტში კი შეინ დაფის მცირეოდენ უმტყუნა სიზუსტემ. პირველი ტაიმი ირლანდიის ნაკრებმა 1:0 მოიგო.

მეორე ტაიმი ფრანგებმა კიდევ უფრო აქტიურად დაიწყეს, გაცილებით სწრაფად მოქმედებდნენ და 58-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრებაც შეძლეს. კარგად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ბაკარი სანიამ ჩააწოდა, იქ კი უმეთვალყურეოდ დატოვებულმა ანტუან გრიზმანმა ზუსტი თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა. ზუსტად სამ წუთში მასპინძლები სულაც დაწინაურდნენ: ოლივიე ჟირუმ საჯარიმოს მისადგომებთან საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო, ბურთი უყურადღებოდ დარჩენილ გრიზმანს დაუგდო და ამ უკანასკნელსაც ხელსაყრელი პოზიციიდან გოლის გატანა არ გასჭირვებია – 2:1. ირლანდიელთა სიტუაცია 66-ე წუთზე კიდევ უფრო დამძიმდა: გრიზმანი მეკარესთან ერთი ერთზე გადიოდა, თუმცა იგი საჯარიმო მოედნისს ხაზთან უკნიდან დაფიმ “მოცელა” და არბიტრმა ირლანდიელ მცველს ბოლო იმედის ჯარიმისთვის პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა. ირლანდიის ნაკრები მინდორზე ათი კაცით დარჩა. დეშამმა შანსი ანდრე-პიერ ჟინიაკსაც მისცა. ფრანგ თავდამსხმელს არაერთი მომენტი მიეცა, ერთხელ ბურთი ხარიხასაც გაარტყა, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლო. დაწინაურების შემდეგ ფრანგებმა სათამაშო ტემპი შედარებით დააგდეს და საბოლოოდ, მატჩი ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანეს. საფრანგეთის ნაკრები ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე ინგლისსა და ისლანდიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ევრო-2016
მერვედფინალი
საფრანგეთი — ირლანდია 2:1 (0:1)

საფრანგეთი: ლორისი; სანია, რამი, კოსელნი, ევრა; პოგბა, კანტე (კომანი 46′) (სისოკო 90+3′), მატუიდი; გრიზმანი, პაიე; ჟირუ (ჟინიაკი 73′).
მთავარი მწვრთნელი: დიდიე დეშამი.

ირლანდია: რენდოლფი; კოულმენი, კიო, დაფი, უორდი; მაკკარტი (ჰულაჰანი 72′), ჰენდრიკი; ბრედი, მაკკლინი (ოში 68′); ლონგი, მერფი (უოლტერსი 65′).
მთავარი მწვრთნელი: მარტინ ონილი.

გოლები: გრიზმანი 58′, 61′ — ბრედი 2′ (პენ).
გაფრთხილებები: კანტე 27′, რამი 44′ —კოულმენი 25′, ჰენდრიკი 41′, ლონგი 72′.
გაძევება: დაფი 66′.
მთავარი მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია).

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

აზარმა დაასახელა საუკეთესო გოლი, რომელიც ოდესმე უნახავს

მადრიდის “რეალის” გარემარბმა ედენ აზარმა დაასახელა ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი საუკეთესო გოლი, რომელიც ოდესმე უნახავს. “ყველაზე [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

სიმონე ძაძას ეფექტური გოლი “ბოლონიას” კარში (ვიდეო)

ორ აგვსიტოს იტალიის სერია A-ს 2019/20 წლების გათამაშება დასრულდა. 38-ე ტურის მატჩში “ტორინო” “ბოლონიას” ეწვია. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონამ” ნეიმარისა და ლაუტაროს ტრანსფერებზე ამ ეტაპზე უარი თქვა

“ბარსელონას” პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ განაცხადა, რომ კლუბმა ამ ეტაპზე ნეიმარისა და ლაუტარო მარტინესის ტრანსფერებზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ატალანტას” ლიდერი ჩემპიონთა ლიგაზე დეპრესიის გამო ვერ ითამაშებს

“ატალანტას” მთავარი მწვრთნელი, ჯან პიერო გასპერინი, ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც იოსიპ ილიჩიჩი “პარი სენ-ჟერმენის”...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 1 აგვისტო

ხიმენესისთვის ბრძოლაში “იუვენტუსი” დაწინაურდა ესპანურ პრესაში გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, “ვულვერჰემპტონის”...
წაკითხვა
ფეხბურთი

კურიოზი: როგორ აღმართა ობამეიანგმა თასი (ვიდეო)

1 აგვისტოს, ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში “არსენალმა” “ჩელსი” 2:1 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, “არსენალის...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვან გაალი: “გეი ფეხბურთელები ყოველთვის უფრო კრეატიულები არიან”

“ბარსელონას”, “ბაიერნისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა, ფეხბურთში არსებულ ჰომოფობი...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრისტიან პულიშიჩის ტრავმა “არსენალთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Pulisic kept on running even after pulling the hamstring ! RESPECT ,#FACupFinal pic.twitter.com/cof1U34LJY […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“პარი სენ-ჟერმენი” – “ლიონი” (პენალტების სერია)

31 ივლისს, საფრანგეთის ლიგის თასის ფინალში ერთმანეთს “პარი სენ-ჟერმენი” და “ლიონი” დაუპირისპირდნენ. მატჩის ძირითადი დრო [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუჩესკუს პირველი შეხვედრა “დინამოს” მოთამაშეებთან – განსაკუთრებული მისალ

კიევის “დინამოს” ახალი მთავარი მწვრთნელი, მირჩა ლუჩესკუ გუნდის ფეხბურთელებს გუშინ პირველად შეხვდა და მათთან ისაუბრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯანი ინფანტინოს წინააღმდეგ შვეიცარიის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

ჟურნალისტი რობ ჰარისი წერს, რომ ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია. მსოფლიოს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო ბრენდები დაასახელდა

ბრიტანულმა კომპანია Brand Finance-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო ბრენდები დაასახელა. წელს ლიდერი არ შეცვლილა, ყველაზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მატეო პოლიტანოს საოცარი ტატუ (ფოტო, ვიდეო)

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ფოტოები, რომლებშიც აღბეჭდილია, თუ როგორი ტატუ გაიკეთა “ნაპოლის” თავდამსხმელმა, მატეო პოლიტანომ. როგორც ირკვევა,...
წაკითხვა
ფეხბურთი

არტურო ვიდალი პირდაპირ ეთერში არაფხიზელ მდგომარეობაში ჩაერთო (ვიდეო)

ესპანეთის პრიმერადივიზიონის გათამაშება დასრულდა და ფეხბურთელებმა შვებულება მოიწყვეს, მაგრამ “ბარსელონას” მოთამაშეებს მალევე მოუწევთ დასვენ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვაკო ყაზაიშვილის გოლი და საგოლე გადაცემა MLS-ის მატჩში (ვიდეო)

28 ივლისს, ამერიკის MLS-ში გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის “სან ხოსე” “რეალ სოლთ ლეიქს” დაუპირისპირდა […]...
წაკითხვა