სენსაცია: “შუქურამ” “ლოკომოტივი” თბილისში გაანადგურა (ვიდეო)
დღეს ეროვნული ლიგის მე-15 ტურის მორიგი შეხვედრები იმართება.
ერთ-ერთ მატჩში თბილისის “ლოკომოტივი” “მიხეილ მესხზე” ქობულეთის “შუქურას” დაუპირისპირდა. აჭარლებს ახალი მწვრთნელი, გიორგი შაშიაშვილი ჰყავთ, რომელსაც სადებიუტო მატჩი ჰქონდა. დაპირისპირება მოულოდნელად დაიწყო. მე-13 წუთზე გიორგი კალანდაძემ გაიტანა გოლი და “შუქურა” დააწინაურდა. ზუსტად სამ წუთში კიდევ ერთი ქობულეთელი გამოირჩა – ალექსანდრე გურულმა სტუმარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. პირველი ტაიმის მიწურულს, მეორე დამატებით წუთზე ლევან კუტალიამ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან მესამე გოლიც გაიტანა!
მეორე ნახევარში “ლოკომოტივი” ბევრს ეცადა, თუმცა სხვაობაც კი ვერ შეამცირა.
საბოლოოდ, “შუქურამ” 3:0 ის გუნდი დაამარცხა, რომელთანაც თვე-ნახევრის წინ 0:5 დამარცხდა. ამ სენსაციური გამარჯვების შემდეგ “შუქურა” შვიდი ქულით ბოლოზეა. “ლოკოს” 21 ქულა აქვს და მეოთხეზეა.