სეოკ-ის აღმასკომის სხდომა გაიმართა

თარიღი: ოქტომბერი 17, 2017

17 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში გაიმართა აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელსაც უძღვებოდა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.

აღმასკომის წევრებმა მოისმინეს ლერი ხაბელოვისა და სეოკ-ის გენერალური მდივნის ემზარ ზენაიშვილის ინფორმაცია ევროპის ზაფხულის XIV ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შედეგების შესახებ. ეს ფესტივალი გაიმართა უნგრეთის ქალაქ გიორში (2017 წლის 22-30 ივლისი) და წარმატებული გამოდგა საქართველოს ოლიმპიური დელეგაციისთვის. ჩვენმა სპორტსმენებმა უნგრეთში ოქროს 4, ვერცხლის 1 და ბრინჯაოს 4 მედალი მოიპოვეს, გუნდურ ჩათვლაში კი მე-11 ადგილზე გავიდნენ. ამ მაჩვენებლით ჩვენ გავასწარით არაერთ წარმატებულ სპორტულ ქვეყანას, მათ შორის – დიდ ბრიტანეთს, პოლონეთს, ავსტრიას, შვეიცარიას, ასევე – ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას.

აღინიშნა, რომ სეოკ-ი ყოველთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადებას და შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს მაღალი შედეგების მოსაპოვებლად. წლევანდელი საფესტივალო პროგრამაც უშურველად დაფინანსდა, სეოკ-ის წლიური ბიუჯეტის ლამის ნახევარი ამ საქმეს მოხმარდა და სპორტულ ფედერაციებთან ერთად გაწეულმა შრომამ შესაბამისი შედეგი გამოიღო.

მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს ძიუდოისტების, მათ შორის – გოგონების წარმატებულ გამოსვლას. აღინიშნა, რომ ბიჭების მსგავსად, ჩვენმა ძიუდოისტმა გოგონებმა ასევე 2 ოქროს მედალი მოიპოვეს. ახალგაზრდული ფესტივალების ისტორიას თუ გადავხედავთ, ძიუდო ჩვენთვის ყოველთვის წამყვანი სახეობა იყო და ეს ტრადიცია ამჯერადაც არ დარღვეულა.

ლერი ხაბელოვის თქმით, ძიუდოისტთა ნაკრებმა ამჯერად მეტის გაკეთება შეძლო, ვიდრე ამას მოველოდით. მან მადლობა გადაუხადა მწვრთნელებს და სპორტსმენებს თავადებული შრომისათვის, ასევე გამოყო ფესტივალის ბოლო დღეს კანოეში აღებული ბრინჯაოს მედალი. მომხსენებლებმა იმ ხარვეზებზეც ისაუბრეს, რაც ახალგაზრდულმა ფესტივალმა გამოაჩინა. ითქვა, რომ სპორტის ზოგიერთი სახეობის წარმომადგენლებმა მოლოდინი ბოლომდე ვერ გაამართლეს.

აღმასკომის სხდომაზე დაისვა საკითხი 2019 წლიდან საქართველოში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების მიზანშეწონილებაზე. ამ თემაზე უკვე დაწყებულია კონსულტაციები შესაბამის სპორტულ ფედერაციებთან, სპორტისა და განათლების სამინისტროებთან, სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან.

ეროვნული სპორტული ფედერაციების მიერ ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამების გამოყენების პრაქტიკის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა სეოკ-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა რუსუდან აფციაურმა. მან დაწვრილებით მიმოიხილა ოლიმპიური სოლიდარობის ძირითადი მიმართულებები და პროგრამები, ამ პროცესში საქართველოს ჩართულობა.
ითქვა, რომ სეოკ-ი მაქსიმალურად იყენებს შემოთავაზებულ შესაძლებლობებს და ჩართულია ოლიმპიური სოლიდარობის მეტწილ პროგრამებში. მომხსენებელმა წარმოადგინა განვლილ ოთხწლეულში საერთაშორისო ფონდებთან თანამშრომლობის კონკრეტული მაგალითები, შემდეგ კი შეეხო 2017 წლის უკვე განხორციელებულ პროექტებს, მათ შორის – სპორტსმენთა სასტიპენდიო, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების, მწვრთნელთა განათლების და ტექნიკური კურსების, ოლიმპიური ღირებულებების წარმოჩენის, ახალგაზრდა სპორტსმენთა მზადების და სხვა პროგრამებს.

შემდეგ ლერი ხაბელოვმა და სხვა გამომსვლელებმა ისაუბრეს ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამების მნიშვნელობაზე და სპორტის ეროვნულ ფედერაციებს მოუწოდეს, მაქსიმალურად გამოიყენონ ოლიმპიური სოლიდარობის შესაძლებლობები.
აღმასკომის წევრების წინაშე პრეზენტაციებით წარსდგნენ საქართველოს კარატეს და ნიჩბოსნობის ფედერაციები. კარატეს ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ ვრცლად ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, ქართველი კარატისტების ოლიმპიურ პერსპექტივებზე და გამოთქვა რწმენა, რომ ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიანტთა შორის აუცილებლად იქნებიან კარატისტებიც.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, განსაკუთრებით აქტუალურია სათამაშო სახეობების დახმარების პროგრამა, რომლითაც უკვე სარგებლობს საქართველოს ნაკრები შვიდკაცა რაგბიში. საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა რაგბის კავშირის ხედვა შვიდკაცა რაგბის განვითარებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია და საკმაოდ რეალურია, რომ რაგბის ამ სახეობაში არა მარტო მომავალი წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების საგზური მოვიპოვოთ, არამედ ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიაზეც ვიფიქროთ. ამ საკითხზე დეტალური პრეზენტაცია წარმოადგინა რაგბის აკადემიის ხელმძღვანელმა ზაზა ლეჟავამ. მან ისაუბრა საბაზო გუნდის – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წლევანდელ შედეგებზე, მზადების სამწლიან გეგმაზე, საოლომპიადო შესარჩევი ციკლის თავისებურებებზე.

შვიდკაცა რაგბის ოლიმპიური დებიუტი შარშან, რიო დე ჟანეიროში შედგა და ასევე შეტანილია 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში.

სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ხაზი გაუსვა სათამაშო სახეობაში ოლიმპიადაზე შესაძლო მონაწილეობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და საქართველოს რაგბის კავშირს შესთავაზა ერთიანი გეგმის შემუშავება მიზნის მისაღწევად: „ჩვენ მზად ვართ უფრო აქტიურად ამოგიდგეთ მხარში და მეტი ფინანსური რესურსი მოვიზიდოთ საერთო ამოცანის შესასრულებლად. იმედი გვაქვს, რომ სპორტის სამინისტროც მხარს დაგვიჭერს, რათა შეიქმნას შვიდკაცა რაგბის განვითარების და ჩვენი ნაკრების დახმარების ფონდი. იმის იმედიც გვაქვს, რომ ამ საქმეში კერძო სექტორიც შემოგვიერთდება – “ განაცხადა ხაბელოვმა.

აღმასკომის სხდომაზე მოწვეულმა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ დაადასტურა, რომ სამინისტრო ასევე ოპტიმისტურად უყურებს შვიდკაცა რაგბის პერსპექტივას და გამოთქვა მზადყოფნა, ამ მიმართულებით მჭიდროდ ითანამშრომლოს ოლიმპიურ კომიტეტთან და რაგბის კავშირთან.
ბოლოს, სეოკ-ის პატრონაჟობით გამართული საერთაშორისო ანტისადოპინგო სემინარის შედეგებისა და მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს კოდექსით აკრძალული სამედიცინო პრეპარატების ჩამონათვალში ცვლილებების შესახებ მოხსენება გააკეთა საქართველოს ანტისადოპინგო სააგენტოს დირექტორმა პავლე კასრაძე.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-პრეზიდენტები – ნონო სალუქვაძე და მამუკა ხაბარელი, აღმასკომის სხვა წევრები.

სეოკ-ის პრესსამსახური



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

გიგა ჭიკაძე: “მე UFC-ის ჩემპიონი გავხდები!”

ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ სოციალურ ქსელ ტვიტერში მოკლე პოსტი დაწერა. “მე UFC-ის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლაშა ტალახაძეს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება!

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ევროპის 2021 წლის საუკეთესო ძალოსნის გამოვლენა დაიწყო. იმისათვის, რომ ლაშა ტალახაძე კიდევ […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ყველაზე ფულიანები

ინტერნეტპორტალმა “სპორტიკომ” მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. რეიტინგს საკალათბურთო გუნდ “ლოს-ანჯე...
წაკითხვა
სხვადასხვა

დრეიკმა გეიჯის გამარჯვებაზე დიდი თანხა დადო, მაგრამ კვლავ წააგო

ცნობილი რეპერი დრეიკი აგრძელებს წარუმატებელი ფსონები განთავსებას. ამჯერად, დრეიკმა UFC-ის საჩემპიონო ბრძოლაში გეიჯი – ოლივეირას […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ჭარბწონიანი ამერიკელი, რომელიც ქართველ მებრძოლს დაუპირისპირდა (ვიდეო)

2007 წელს, შერეული ორთაბრძოლების ქართველი მებრძოლი თენგიზ თედორაძე ამერიკელ ჭარბწონიან ერიკ ეშს დაუპირისპირდა. ლონდონში გამართულ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რა თანხა გამოიმუშავეს ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლით?

29 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობდა. ევროპის პირველობაზე საქართველოს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“მინი მაიკ ტაისონს ციხიდან უშვებენ” – რა ინფორმაცია ვრცელდება ხურციძის შ

როგორც პორტალი Gangsterismout წერს, 43 წლის ქართველ მოკრივე ავთანდილ ხურციძეს ციხიდან ვადაზე ადრე ათავისუფლებენ და […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლაშა ტალახაძე: “ერთ-ერთმა ქვეყანამ 10 მილიონი დოლარი შემომთავაზა”

ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში იმ შემოთავაზებებზე ისაუბრა, რომელიც მას სხვა ქვეყნებიდან [&helli...
წაკითხვა
სხვადასხვა

პირისპირ – ლაშა ბექაური ილია თოფურიასთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს (ვიდეო)

UFC-ის მებრძოლი ილია თოფურია საქართველოში თანაგუნდელებთან ერთად ჩამოვიდა. ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა ილია და […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

სად დაიკარგა და რატომ აღარ ჩანს ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური?

ლაშა ბექაური ოლიმპიური ოქროს მოგების შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში საზოგადოებისთვის მთავარი მოქმედი პირი იყო, თუმცა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“აი, ეს არის საქართველოსა და ესპანეთის სახელოვანი ვაჟკაცი” – ილია თოფური

ილია თოფურია საქართველოში ჩამოვიდა და აეროპორტში მისი დახვედრის, ფანებთან და ოჯახთან შეხვედრის კადრები დადო. ასევე, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მოთამაშე ბუღალტერი, რომელმაც რენჯ-როვერი მოიგო და 150 ათასი ლარი გაათამაშა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რამდენიმე დღის განმავლობაში კითხავდა გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ...
წაკითხვა
სხვადასხვა

“როგორ არ უნდა გიყვარდეს ეს კაცი” – სტერლინგმა ამერიკაში ინტერვიუს დროს

სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა ალჯამეინ სტერლინგმა რუსი პიოტრ იანის წინააღმდეგ ქამარი დაიცვა და მსაჯების გადაწყვეტილებით გაიამარჯვა. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“ამან მართლა დაიჯერა, რომ ხაჭაპურსა და მაწონს გავუგზავნი” – მერაბ დვალიშ

ალჯამაინ სტერლინმა საჩემპიონო ბრძოლაში რუსი პიოტრ იანი დაამარცხა და ქამარი შეინარჩუნა. ალჯამაინის გუნდში მნიშვნელოვანი ადგილი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“მე სვანი ვარ, სტერლიანი!” – ალჯამეინ სტერლინგი პიოტრ იანთან გამარჯვების

9 აპრილს (საქართველოს დროით 10 აპრილს), ალჯამეინ სტერლინგმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქამარი დაიცვა, მან რუსი […]...
წაკითხვა