სეოკ-ის აღმასკომის სხდომა გაიმართა

თარიღი: მაისი 16, 2017

სეოკ-ის ოფისში გაიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის სხდომა, რომელსაც უძღვებოდა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. გარდა აღმასკომის წევრებისა, სხდომას ესწრებოდნენ სპორტის ცალკეულ სახეობათა ფედერაციების ხელმძღვანელები, სხვა მოწვეული სტუმრები.

სხდომაზე დეტალურად განიხილეს ევროპის ზაფხულის XIV ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის საქართველოს სპორტსმენთა მზადების მიმდინარეობა. ფესტივალი წლეულს, 23-29 ივლისს გაიმართება უნგრეთის ქალაქ გიორში, სადაც ჩვენი ქვეყანა, სავარაუდოდ, წარმოდგენილი იქნება 35-მდე სპორტსმენით. ისინი გამოვლენ სპორტის 7 სახეობაში (ძიუდო, ჩოგბურთი, მძლეოსნობა, ცურვა, სპორტული ტანვარჯიში, კანოე, ველოსპორტი). ითქვა, რომ ჩვენს ახალგაზრდა სპორტსმენებს ყველა პირობა აქვთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად კარგად მოემზადნონ მომავალი მნიშვნელოვანი შეჯიბრებისთვის და აჩვენონ მაღალი სპორტული შედეგები. პირველ ყოვლისა, მედლებს ველოდებით ჩვენი ძიუდოისტებისგან, რომლებიც ტრადიციულად წარმატებით გამოდიან ევროპულ ფესტივალებზე.

ევროპულ ახალგაზრდულ ფესტივალებსა და ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებით, აღმასკომმა მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ჩატარდეს სეოკ-ის სპეციალური გაფართოებული სხდომა საქართველოში ახალგაზრდული სპორტის მდგომარეობის პროფესიული ანალიზისა და მისი შემდგომი შეუფერხებელი განვითარების მიზნით.

აღმასკომის წევრებმა მოიწონეს წინადადება 2017 წლის შემოდგომაზე სრულიად საქართველოს ყველა თაობის ოლიმპიელთა ფორუმის ჩატარების შესახებ. აღინიშნა, რომ აუცილებელია გააქტიურდეს საქართველოს ოლიმპიელთა ასოციაციის საქმიანობა, დაიგეგმოს და განხორციელდეს სხვადასხვა ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით, მჭირდო კონტაქტი დამყარდეს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციასთან – მსოფლიოს ოლიმპიელთა ასოციაციასთან. ქართველ ოლიმპიელთა ფორუმის მოსამზადებელი სამუშაოების კოორდინირება დაევალა სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტს ნინო სალუქვაძეს.

სხდომაზე მოისმინეს სეოკ-ის გენერალური მდივნის ემზარ ზენაიშვილის დეტალური ინფორმაცია ქვიშის მსოფლიოს პირველი თამაშების შესახებ, რომელიც გაიმართება ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის (ANOჩ) ორგანიზებით და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით. შეჯიბრებას 2019 წლის ოქტომბერში უმასპინძლებს სან დიეგო (აშშ). თამაშების პროგრამაში შევა ქვიშის სპორტის 20-მდე სახეობა. როგორც აღმასკომის სხდომაზე ითქვა, საქართველოს გეოგრაფიული და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, აუცილებელია მეტი ყურადღება მიექცეს ქვიშის სპორტის განვითარებას. თამაშებისთვის ქართველ სპორტსმენთა მზადების კოორდინაციის მიზნით, ANOჩ-ის რეკომენდაციის თანახმად, საჭიროა შეიქმნას სპეციალური სტრუქტურა, რომელშიც გაერთიანდებიან შესაბამისი სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები.

სხდომაზე ასევე იმსჯელეს სეოკ-ის ეგიდით წარმომადგენლობითი სპორტული კონფერენციის მოწვევის თაობაზე, სადაც განხილული იქნება ქართული ოლიმპიური მოძრაობის და მაღალი მიღწევების სპორტის აქტუალური საკითხები. აღინიშნა, რომ მოწინავე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით, წარმატებულ სპორტულ ქვეყნებში ელიტური სპორტის მოწყობის პრაქტიკის გათვალისწინებით, უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ჩვენს სპორტში საფუძვლიანი რეფორმების განსახორციელებლად. გადაწყდა, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უხელმძღვანელებს სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი.

სხდომის მონაწილეებმა მოიწონეს აღმასკომის წევრის, საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ზურაბ კაკაბაძის წინადადება საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ინიციატივით დაწყებული პროექტის – “გონიერი ღონიერი” – სეოკ-ის მიერ მხარდაჭერის შესახებ.

სეოკ-ის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

როგორ მოიქცა გენო პეტრიაშვილი ტაჰა აკგულთან გამარჯვების შემდეგ (ვიდეო)

21 სექტემბერს, ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე გენო პეტრიაშვილმა მორიგი დიდი წარმატება იზეიმა. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია – ტაჰა აკგული ისევ დამარცხებულია! (ვიდეო

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი, გენო პეტრიაშვილი ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში მსოფლიო ჩემპიონი კარიერაში მესამედ [&hellip...
წაკითხვა
სხვადასხვა

რას აპირებს ხაბიბ ნურმაგომედოვი კარიერის დასრულების შემდეგ?

UFC-ის ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა განაცხადა, რომ სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ ის ეკონომისტობას აპირებს. “მე მოსკოვის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

კუნელაშვილის პირველი გოლები გერმანიაში

ალთა ეროვნული ნაკრების ხელბურთელი ქეთი კუნელაშვილი თურქეთის არდაშენიდან გერმანიის ობერ-ეშბახში გადავიდა და უკვე ჩაება ამ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა აკი ბაშოზე მე-5 გამარჯვება მოიპოვა (ვიდეო)

აკი ბაშოს მე-10 სატურნირო დღეს ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე ჩიოტაირიუს დაუპირისპირდა და მეტოქე დაამარცხა. ტოჩინოშინმა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

კონორ მაკგრეგორი ბრუნდება?

შერეული ორთაბრძოლების ირლანდიელი სპორტსმენი, UFC-ის ყოფილი ჩემპიონი კონორ მაკგრეგორი, შესაძლოა, მალე ოქტაგონზე ვიხილოთ. როგორც იცით, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

როგორ აღნიშნა ნუგზარ წურწუმიამ მსოფლიო ჩემპიონობა (ვიდეო)

15 სექტემბერს, ნუგზარ წურწუმია ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ყაზახეთში მიმდინარე ტურნირის ფინალში 55კგ. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინის მე-3 გამარჯვება აკი ბაშოზე (ვიდეო)

აკი ბაშოს მე-8 სატურნირო დღეს ტოჩინოშინი შოდაის დაუპირისპირდა და გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა სუმოისტმა მიმდინარე ტურნირზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალს” “სანტიაგო ბერნაბეუზე” ნადალისა და ფედერერის შეხვედრის ჩატა

მადრიდის “რეალის” მესვეურები აქტიურად განიხილავენ “სანტიაგო ბერნაბეუზე” რაფაელ ნადალსა და როჯერ ფედერერს შორის საჩოგბურთო მატჩ...
წაკითხვა
სხვადასხვა

გახდება თუ არა ხაბიბის შვილი MMA-ს მებრძოლი – ნურმაგომედოვის პასუხი

UFC-ის ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთი რუსული ტელეარხისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ფრანგი ექიმები: “მიხაელ შუმახერი ცნობიერ დონეზეა”

ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მკურნალობის მორიგ ეტაპს გადის. გასულ უქმეებზე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა აკი ბაშოზე პირველი შეხვედრა მოიგო (ვიდეო)

ტოჩინოშინმა აკი ბაშოს მესამე დღეს თავისი პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველი სუმოისტი დღეს ჰოკუტოფუჯის დაუპირისპირდა და […]...
წაკითხვა