სერ ალექს ფერგიუსონს ტვინში სისხლი ჩაექცა და საავადმყოფოში გადაიყვანეს
სერ ალექს ფერგიუსონს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარულ მწვრთნელს ტვინში სისხლი ჩაექცა და დაუყონებლივ სალფორდ როიალ ჰოსპიტალში მოათავსეს. 76 წლის ყოფილი სპეციალისტი დღეს დილით პოლიციის ესკორტით მიაცილეს საავადმყოფომდე. მას ქირურგიული პროცედურა ჩაუტარდა. ჯერჯერობით, უცნობია, რა მდგომარეობაშია ახლა ფერგიუსონი.
სერ ალექსი 29 აპრილს იმყოფებოდა “ოლდ ტრაფორდზე”, როცა “მანჩესტერმა” “არსენალი” ანგარიშით, 2-1 დაამარცხა. მაშინ მან არსენ ვენგერს 22-წლიანი ლონდონური მოღვაწეობისთვის ჯილდო გადასცა. ეს იყო ფერგიუსონის ბოლო გამოჩენა საჯაროდ. სწორედ ამის შემდეგ გართულდა მისი მდგომარეობა.
შეგახსენებთ, რომ შოტლანდიელმა “წითელ ეშაკებთან” ერთად 38 ტიტული მოიგო. აქედან 13 ქვეყნის ჩემპიონატი, ხოლო ორი ჩემპიონთა ლიგა იყო.