სერ ბობი ჩარლტონს დემენციის დიაგნოზი დაუსვეს
სერ ბობი ჩარლტონს არასაიმედო დიაგნოზი დაუსვეს. 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორსა და ოქროს ბურთის მფლობელს დემენცია განუვითარდა.
სამწუხაროდ, ამა წლის ივლისის თვეში ანალოგიური დიაგნოზით გარდაიცვალა ლეგენდარული ფეხბურთელის ძმა ჯეკი, გასულ კვირას კი მისი ყოფილი თანაგუნდელი ნობი სტაილზი.
83 წლის სერ ბობი ჩარლტონს 17 წელი “მანჩსტერ იუნაიტედის” რიგებში აქვს გატარებული და ამ დროის განმავლობაში სამჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი და ინგლისის თასი.
დემენცია – (dementia), სინდრომი, აღმოცენებული თავის ტვინის ქრონიკული ან პროგრესირებადი დაავადების შედეგად, რომელიც ხასიათდება უმაღლესი ქერქული ფუნქციების (მათ შორისაა: მეხსიერება, აზროვნება, ორიენტაცია, შემეცნება, არითმეტიკული უნარი, დასწავლის უნარი, მეტყველება და კრიტიკული ფუნქციები) უმრავლესობის დარღვევებით.