სერენა უილიამსის კოშმარი: სისხლჩაქცევა ფილტვებში და გახსნილი ჭრილობები

თარიღი: იანვარი 12, 2018

2017 წელს მოგებული ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ სერენა უილიამსის მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა, სამწუხაროდ, უარყოფითი გაგებით. მას შემდეგ ამერიკელმა ჩოგბურთელმა დეკრეტული შვებულება აიღო და დაბრუნდა კიდეც, თუმცა, საშინელ მდგომარეობაში.

გუშინ ჟურნალ Vogue-ში საკმაოდ ვრცელი სტატია გამოქვეყნდა, სადაც სერენას მთავარ პრობლემებზეა საუბარი, რის გამოც ის ავსტრალიის ღია პირველობის 2018 წლის გათამაშებაში არ იღებს მონაწილეობას.

● ფეხმძიმობის პერიოდმა ბრწყინვალედ ჩაიარა, მშობიარობის დროს კი პრობლემებმა იჩინეს თავი. ბოლო წამებში სერენას ქალიშვილის, ალექსის ოლიმპიის გულის ცემა სახიფათოდ შემცირდა, რის გამოც საკეისრო კვეთის ჩატარება გახდა აუცილებელი. საბედნიეროდ, ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა და აცრემლებულ ახალშობილს დედის მკერდზე დასვენების უფლება მიეცა.

● მომდევნო დღეებში სიტუაცია უფრო გართულდა. სერენა თავს საშინლად გრძნობდა და დერეფანში შემხვედრ პირველივე ექიმს მიმართა და მას კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება მოსთხოვა. ამერიკელი ჩოგბურთელი დარწმუნებული იყო, რომ სისხლჩაქცევა ჰქონდა და მართალიც აღმოჩნდა – თრომბი ფილტვებში.

● ეს დასასრული არ არის. ფილტვების პრობლემების გამო, უილიამსს სუნთქვა უჭირდა და ხშირად ახველებდა. შედეგად, მუცელზე არსებული ნაკერები გაიხსნა და სისხლდენა დაიწყო. ამის გამო, სერენა იძულებული გახდა კიდევ ერთი ოპერაცია ჩაეტარებინა. მის სისხლძარღვებში სპეციალური ფილტრი მოათავსეს, რაც თრომბის საშიშროებას გამორიცხავდა.

ასე რომ, მშობიარობის შემდეგი ექვსი კვირა ამერიკელმა ჩოგბურთელმა წოლით რეჟიმში გაატარა. სავარჯიშო კორტს გასულ ნოემბრის თვეში დაუბრუნდა და როგორც მისმა ფიზიოთერაპერტმა განაცხადა, “ცოტათი ფორმაშიც ჩადგა”.

სერენას სანახავად მისი მწვრთნელი, პატრიკ მურატოღლუ დეკემბრის დასაწყისში ჩაფრინდა და მაშინვე გადაწყვიტა, რომ თავისი მოწაფე “დიდი სლემისათვის” მზად არ იყო. ამაში დასარწმუნებლად უილიამსი “როლან გაროსის” ჩემპიონს, ელენა ოსტაპენკოს შეხვდა და დამარცხდა (2:6, 6:3, 5:10).

ასე რომ, ჩემპიონი ტიტულის დაცვას ვერ შეძლებს და ნაცვლად კორტზე გამოსვლისა, ტელევიზორიდან მოუწევს თვალის დევნება ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირისთვის.

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის 1/16-ფინალში გავიდა (ვიდეო)

ავსტრალიის ღია პირველობაზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა მორიგი შეხვედრა მოიგო. მსოფლიოს მე-20 ჩოგანი ტურნირის მეორე წრეში იტალიელ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ნადალმა პრესკონფერენციისას ჩაძინებულ ჟურნალისტს დასცინა (ვიდეო)

ლეგენდარული რაფა ნადალი დიდ ავიაციას ბრწყინვალე განწყობით დაუბრუნდა. ავსტრალიის ღია პირველობის პირველ მატჩში ესპანელმა ჩოგბურთელმა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვებით დაიწყო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობაზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო. ქართველი ჩოგბურთელი ტურნირის პირველ წრეში 171-ე ნომერ, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ჯოკოვიჩი: “ბასილაშვილი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო დამრტყმელია”

სერბმა ჩოგბურთელმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ნიკოლოზ ბასილაშვილთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ქართველი ჩოგბურთელი [&hellip...
წაკითხვა
სხვადასხვა

ნოვაკ ჯოკოვიჩის ჟესტი ბასილაშვილთან გამარჯვების შემდეგ (ვიდეო)

3 იანვარს, ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის მეოთხედფინალში მსოფლიოს პირველ ჩოგანს, ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გაბრაზებულმა ბასილაშვილმა ჩოგანი გატეხა (ვიდეო)

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის მეოთხედფინალში მსოფლიოს პირველ ჩოგანს, ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდა და 4:6, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხდა

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის მეოთხედფინალში მსოფლიოს პირველ ჩოგანს, ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდა და 4:6, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

სპორტის სამინისტრომ 2018 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენები დაასახელა

დღეს, რუსთაველის თეატრში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვერსიით 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების […]...
წაკითხვა
რაგბი

თბილისი სპორტზე პასუხისმგებელ მინისტრთა ევროპის საბჭოს მინისტერიალს მასპინძლობს

თბილისი სპორტზე პასუხისმგებელ მინისტრთა ევროპის საბჭოს მინისტერიალს მასპინძლობს. კონფერენციაზე უმთავრესი ყურადღება დაეთმო ადამიანთა უფლებების დაცვას [...
წაკითხვა
სხვადასხვა

ნადალი სტიქიით დაზარალებულებს ეხმარება (ფოტო)

გასულ დღეებში მალიორკაში, სან ლორენსოს მუნიციპალიტეტში სტიქტიის გამო შენობები, სახლები და სხვა ბევრი ნაგებობა დაზიანდა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ნიკოლოზ ბასილაშვილი: “დავისვენებ და ევროპისთვის მოვემზადები”

პეკინის მასტერსის გამარჯვებულმა, მსოფლიოს 23-ე ჩოგანმა, ქართველმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა რთულ ბრძოლაში მე-5 ჩოგანთან, ალექსანდრ ზვერევთან […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა პეკინის ღია პირველობა მოიგო! (ვიდეო)

ნიკოლოზ ბასილაშვილმა პეკინის ღია პირველობა მოიგო. ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირის ფინალში მსოფლიოს მე-4 ჩოგანი, არგენტინელი ხუან […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ნიკოლოზ ბასილაშვილი CHINA OPEN-ის ფინალშია!

ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP World Tour 500-ის ტურნირზე შესანიშნავად ასპარეზობას აგრძელებს. ქართველმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალში კაილ ედმუნდი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ბასილაშვილმა ვერდასკო დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა

პეკინში მიმდინარე ჩინეთის ღია პირველობის მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიო რეიტინგის 28-ე ჩოგანი, ფერნანდო ვერდასკო ორ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პიკე ახალი საჩოგბურთო ტურნირის ორგანიზებას გეგმავს

საინვესტიციო კომპანია Kosmos,რომლის სათავეშიც “ბარსელონას” ესპანელი მცველი ჯერარ პიკე დგას, ახალი საჩოგბურთო ტურნირის ორგანიზებას გეგმავს....
წაკითხვა