WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (170033) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

სერესო: “თუ შეთანხმებას მივაღწევთ, კურტუა “ჩელსის” წინააღმდეგ ითამაშებს”

თარიღი: აპრილი 14, 2014

მადრიდის “ატლეტიკოს” პრეზიდენტი ენრიკე სერესო აცხადებს, რომ ტიბო კურტუა ლონდონის “ჩელსის” წინააღმდეგ იმ შემთხვევაში ითამაშებს, თუ კლუბები ერთმანეთთან შეთანხმებას მიაღწევენ.

შეგახსენებთ, რომ კურტუა “ჩელსის” კუთვნილებაა და როგორც გასულ კვირაში განაცხადეს, მას ლონდონელების წინააღმდეგ თამაში იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ მადრიდელები “ჩელსის” თითო მატჩზე სამ მილიონ ევროს გადაუხდიან.

ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი უეფას წარმომადგენლებაც გააკეთეს. მათი თქმით, კურტუამ “ჩელსის” წინააღმდეგ ნამდვილად უნდა ითამაშოს. თუმცა, როგორც “ატლეტიკოს” პრეზიდენტი ამბობს, მთავარი კლუბებს შორის მიღწეული შეთანხმება იქნება.

“ტიბო კურტუა “ჩელსის” წინააღმდეგ იმ შემთხვევაში ითამაშებს, თუ კლუბები ერთმანეთთან შეთანხმებას მივაღწევთ. ჩვენ ჯენტლმენები ვართ და ცხადია, შეთანხმებას ვერ დავარღვევთ. თუ ტიბო თამაშს ვერ შეძლებს, მაშინ ჩვენს კარს დანიელ არანსუბია დაიცავს”, – აცხადებს სერესო.

დიტო ჭიჭინაძე



მსგავსი სიახლეები