სერგო კუხიანიძის უძლიერესი გასროლა და “სამგურალი” “სიონთან” 95-ე წუთზე გადარჩა (ვიდეო)
ეროვნული ლიგა 2-ის მე-3 ტურის ცენტრალური მატჩი ბოლნისის “სიონსა” და წყალტუბოს “სამგურალს” შორის ფრედ, 2:2 დასრულდა. ანგარიში მე-18 წუთზე “სიონის” კაპიტანმა ჯაბა უგულავამ გახსნა და პირველი ტაიმი მასპინძლებმა მოიგეს. მე-2 ნახევარში “სამგურალი” აშკარად სჯობდა მეტოქეს და 73-ე წუთზე სერგო კუხიანიძემ პენალტით ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრის ბოლო 20 წუთი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, გუნდებმა დაცვის ხაზი მოაშიშვლეს და უმეტესად შეტევაში წავიდნენ. შედეგად, 89-ე წუთზე ზვიად სიხარულიამ მოზომილი დარტყმით “სიონი” წინ გაიყვანა და ყველაფერი 3 ქულის აღებისკენ მიდიოდა, თუმცა თამაშის ბოლო 95-ე წუთზე სერგო კუხიანიძემ უშანგი ბანძელაძისგან საჯარიმოსთან მიიღო ბურთი, გაისწორა და მუჯრიშვილს მარცხენა მაღალ კუთხეში შანსი არ დაუტოვა.
“სამგურალს” 3 ტურის შემდეგ 2 ქულა აქვს და მე-7 ადგილზე იმყოფება, “სიონს” 5 ქულა გაუხდა და მე-3 ადგილზე გადავიდა.
სიონი 2-2 სამგურალი
გოლები: უგულავა 18, სიხარულია 89 – კუხიანიძე 73 (პ)/95
სიონი: მუჯრიშვილი – ტვილდიანი, ჯანგიძე (თომაშვილი 74), ლომაშვილი, საჯაია – თარხნიშვილი, უგრეხელიძე (გოგოლიძე 78) – ბაბუნაძე, სიხარულია, ღირდალაძე (ისიანი 60) – უგულავა
მთავარი მწვრთნელი: დავით ქოქიაშვილი
სამგურალი: მეშველიანი – კიკაბიძე (ბანძელაძე 83), ასათიანი, ქურდაძე, თევზაძე (ბურჯანაძე 92) – რაზმაძე, ფონიავა, ჩიხლაძე, ტურე – კუხიანიძე, რაჟამაშვილი (კუჭუხიძე 55)
მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
ფოტო: “სამგურალის” პრესსამსახური