სერია A – მიმოხილვა
“პარმას” შეწყვეტილი სერია, “მილანის” გამარჯვება ფლორენციაში და “რომას” დრამატული ბოლო წუთები მორიგი იტალიური ტურის მიმოხილვაში.
მილანის გამარჯვება ფლორენციაში
ტურის ყველაზე მოულოდნელი და ამავე დროს ყველაზე ლოგიკური რეზულტატი ფლორენციაში დაფიქსირდა. “მილანმა” როგორც ჩანს გაათვიცნობიერა თავისი პრობლემების სირთული და საგოლე მომენტებს მაქსიმალური ყურადღებით მოეკიდა. მილანელების ორივე გოლში დიდი როლი მარიო ბალოტელიმ ითამაშა. “ფიორენტინას” კი, სწორედ გამტანი ფორვარდი დააკლდა. ალესანდრო მატრიმ რამდენმე კარგი შანსი გაუშვა ხელიდან.
ფლორენციელები ცენტრში საკმაოდ კარგად კომბინირებდნენ, მაგრამ შეტევის დასკვნით ფაზაში ბევრს სცოდავდნენ.
ამ გამაჯრვების შედეგად, ზეედორფმა მთავარი მწვრთნელი თანამდებობის შენარჩუნება მოახერხა. ვინჩენცო მონტელა კი სერიოზულად უნდა დაფიქრდეს. “ფიორენტინას” ფაქტობრივად აღარ დარჩა “ნაპოლის” დაწევის შანსი.
პარმას სერია დასასრულს მიუახლოვდა
პარმას 17-მატჩიანი წაუგებელი სერია გასულ ტურში დასრულდა. პარმელების შესანიშნავი სვლა რა თქმა უნდა “იუვენტუსმა” შეაჩერა. კერძოდ კი, კარლოს ტევესმა, რომელმაც აღნიშნულ მატჩი დუბლი გაიფორმა.
პარმელებმა ტევესის გოლებს კრისტიან მოლინაროს გოლით უპასუხა და მხოლოდ ანგარიშში სხვაობის შემცირება მოახერხა.
ფლორენცის ახდენილი ოცნება
ფლორენციმ “რომას” “ტორინოსთან” მესამე დამატებულ წუთზე მოუპოვა გამარჯვება. მისმა გოლმა, იმობილეს შესანიშნავი გასროლაც დაჩრდილა. არადა, ჩირომ მოხდენილად ჩამოიცილა ბრაზილიელი მცველი რაფაელ ტოლოი და ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი რომაელების კარში. თუმცა, როგორც უკვე ავღნიშნეთ, მატჩის გმირი ალესანდრო ფლორენცი გახდა.
“ძალიან ემოციური საღამო იყო. ყოველთვის ვოცნებობდი, რომ გოლი “კურვას” წინ გამეტანა და ეს ოცნება ამიხდა” – განაცხადა ფლორენციმ მატჩის შემდეგ.
25/03/14
გოლები: დესტრო 41′ (1:0); იმობილე 52′ (1:1); ფლორენცი 90′ (2:1)
26/03/14
გოლები: პალოსკი 7′ ; 78′ ; რიგონი 89′
გოლი: ნენე 31′
გოლები: ჯილარდინო 65′ ; ფეტფაძიდისი 83′
გოლები: დე ლუკა 22′ ; დენისი 59′
გოლები: მექსესი 23′ ; ბალოტელი 64′
გოლები: საპატა 17′ (0:1); ხოსე კალიეხონი 25′ (0:2); ენრიკე 40′ (0:3); საპატა 43′ (0:4); მონზონი 52′ (1:4); გიომბერი 75′ (2:4)
გოლები: ტევესი 25′ ; 32′ (2:0); მოლინარო 62′ (2:1)
გოლები: სანსონე 1′ (0:1); ლონგი 16′ (1:1); ოკაკა 66′ (1:2)
27/03/14