სერია A – მიმოხილვა
“ნაპოლის” ბრწყინვალე გამარჯვება, კაკას დუბლი და “ატალანტას” საკლუბო რეკორდი სერიას მორიგი ტურის მიმოხილვაში.
ზეიმი ნეაპოლში
“იუვენტუსის” 22-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია ნეაპოლში დასრულდა. კალიეხონმა და მერტენსმა ბუფონის კარში ორი გოლი გაიტანეს და “ნაპოლის” მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანეს.
აღსანიშნავია, რომ “იუვეს” მთელი მატჩის განმავლობაში ფაქტობრივად არაფერი დასამახსოვრებელი არ გაუკეთებია. ოსვალდო და ლორიენტე ნახევარდაცვას მოწყვეტილები იყვნენ.
თუმცა, შეხვედრის შედეგს სატურნირო ცხრილში არსებულ მდგომარეობაზე გავლენა არ მოუხდენია. ანტონიო კონტეს გუნდი კვლავ აგრძელებს დამაჯერებელ ლიდერობას, ხოლო “ნაპოლი” მესამე პოზიციაზე რჩება.
კაკას კიდევ ერთი იუბილე
ბრაზილიელმა “მილანში” მე-300 მატჩი დუბლით აღნიშნა. საერთო ჯამში კი, ზეედორფის ბიჭებმა “კიევოს” 3 გოლი გაუტანეს.
პირველი გოლი კეისუკე ჰონდას აქტიურობით გავიდა. იაპონელმა კაკას შესანიშნავი პასი გაუკეთა და ბრაზილიელსაც გოლის გატანა არ გასჭირვებია.
საინტერესოა, რომ მიმდინარე სეზონში გატანილი შვიდო გოლიდან, კაკამ ექვსი “სან სიროზე” შეაგდო.
რეკორდსმენი ატალანტა
“ატალანტამ” გასულ ტურში ზედიზედ მეექვსე შეხვედრა მოიგო, რაც სერია ა-ში კლუბის ყველა დროის რეკორდული მაჩვენებელია. თუმცა, ბოლონიაში სტეფანო კოლანტუონოს გუნდს იოლი გასეირნება არ ჰქონია. სერიაში ადგილის შესანარჩუნებლაბ მებრძოლმა მასპინძლებმა, “ატალანტას” დიდი წინაარმდეგობა გაუწიეს, მაგრამ სტუმრება საწადელს მაინც მიაღწიეს. გოლები დე ლუკამ და ესტიგარიბიას ანგარიშზეა.
“ატალანტას” შემდეგი მეტოქე “სასუოლოა”, რაც იმას ნიშნავს, რომ ბერგამოელებს ახალი რეკორდის დამყარების შანსი უჩნდებათ.
29/03/14
გოლები: დე ლუკა 22′ ; ესიგარიბია 26′
გოლები: ბალოტელი 4′ ; კაკა 27′ ; 54′
30/03/14
გოლები: დესტრო 16′ ; ბასტოსი 90′
გოლები: ელ კადური 45′ (1:0); ჩერჩი 71′ (2:0); ნენე 77′ (2:1)
გოლები: დონადელი 35′ ; ტონი 88′ ; 90′
გოლები: ლულიჩი 15′ (1:0); ბიაბიანი 26′ (1:1); კლოზე 67′ (2:1); კიანი 81′ (2:2); კანდრევა 90′ (3:2)
გოლები: კალიეხონი 37′ ; მერტენსი 81′
31/03/14
გოლი: დი ნატალე 68′
გოლები: ერნანდესი 37′ (0:1); პალასიო 45′ (0:2); პაულინიო 54′ (1:2); ემეგარა 85′ (2:2)