სერია A – მიმოხილვა
“რომას” დაბრუნება ჩემპიონთა ლიგაში და მილანური კლუბების გამარჯვებები სერიას 34-ე ტურის მიმოხილვაში.
ფიორენტინა – რომა
“ნაპოლის” ფრის ფონზე რომაელთა მოგებმა გარსიას გუნდს მეორე ადგილი და ჩემპიონთა ლიგაში პირდაპირი საგზური გაუნაღდა. ასე რომ, ცხრილის ზედა ნაწილში ფაქტობრივად არანაირი ინტრიგა აღარ რჩება.
:”მოედანზე გასვლის წინ ვიცოდით, რომ “იუვენტუსმა” საკუთარი თამაში მოიგო და უკან დასახევი გზა აღარ გვქონდა. მინიმუმ მეორე ადგილი გავინაღდეთ, რაც ძალიან გვახარებს, თუმცა სეზონის დასრულებული ჯერ არ არის. სანამ ჩემპიონობის მათემატიკური შანსი მაინც გვექნება, ბოლომდე ვიბრძოლებთ” – განაცხადა რუდი გარსიამ.
ასეთი დამოკიდებულება პატივისცემას იმსახურებს, თუმცა რეალურად რომ ვთქვათ “რომას” შანსი ძალიან მცირეა. “იუვენტუსი” უპირატესობას ხელიდან არ გაუშვებს.
მილანი – ლივორნო
კლარენს ზეედორფის გუნდმა ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო და მეექვსე პოზიციამდე აღზევდა. თუმცა, სანუკვარ მეხუთე ადგილამდე, რომელზეც “ინტერია” გამაგრებული კვლავ ხუთი ქულა რჩება.
გასულ ტურში “მილანმა” აუტსაიდერ “ლივორნოს” უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 3:0 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრას “ლივორნოს” მთავარი მწვრთნელი, დომენიკო დი კარლოს პოსტი შეეწირა.
“მილანის” გამაჯრვებაში დიდი წვლილი გოლების ავტორებმა: ბალოტელიმ, ტაარაბტმა და პაზინიმ შეიტანეს.
პარმა – ინტერი
ევროპული საგზურის კიდევ ორი მაძებლის უშუალო შეხვედრა ტურის ერთ-ერთი საინტერესო დაპირისპირება იყო.
პარმელებმა სეზონში შესანიშნავი მონაკვეთი კი ჩაატარეს, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ჩავარდნა დაეწყოთ, რაც უშუალო კონკურენტთან მარცხით “დაგვირგვინდა”.
თამაშის ბედი მეორე ნახევარში გადაწყდა. “ინტერმა” გოლები ტაიმის დასაწყისში და ბოლოს გაიტანა. როლანდომ და გუარინმა მილანურ კლუბს უმნიშნველოვანესი გამარჯვება მოუპოვეს.
19/04/14
გოლები: დე მაიო 3′ (1:0); საუ 37′ (1:1); იბარბო 82′ (1:2)
გოლები: დონატი 53′ (0:1); ტონი 72′ (0:2); დენისი 87′ (1:2)
გოლები: როლანდო 48′ ; გუარინი 89′
გოლები: ბალოტელი 43′ ; ტაარაბტი 51′ ; პაცინი 83′
გოლები: კალიეხონი 39′ (0:1); ბრუნო ფერნანდესი 54′ (1:1)
გოლები: ლეტო 45′ (1:0); ოკაკა 61′ (1:1); ბერგესიო 63′ (2:1)
გოლი: ბერარდი 40′
გოლები: მაური 42′ (1:0); კურტიჩი 52′ (1:1); კანდრევა 61′ (2:1); ტახტსიდისი 67′ (2:2); იმობილე 89′ (2:3); კანდრევა 90′ (3:3)
გოლი: პოგბა 64′
გოლი: ნაინგოლანი 26′