სერია A – მიმოხილვა
“იუვენტუსის” გამარჯვება “დერბი დ’იტალიაში”, მილანის მორიგი წარუმატებლობა და ჩაშლილი “რომა” – “პარმა” იტალიის ჩემპიონატის 22-ე ტურში.
მთავარი მატჩი
წლევანდელი დერბი “იუვენტუსის” დიდი უპირატესობით და დამსახურებული გამარჯვებით აღინიშნა. “ინტერის” კარში პირველი გოლ ლიხშტაინერმა გაიტანა, ხოლო მეორე ტაიმში მას მხარი კიელინიმ და ვიდალმა აუბეს. “ინტერი” 3:0-ს უკვე 56-ე წუთზე აგებდა.
მატჩის დასრულებამდე მილანელებმა მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხეს, რომელიც როლანდუმ 72-ე წუთზე მიითვალა საკუთარ ანგარიშზე. მეტის გაკეთების საშუალება კონტეს ფეხბურთელებმა სტუმრებს არ მისცეს.
“სამწუხაროა, რომ კარის მშრალად შენახვა ვერ მოვახერხეთ. დანარჩენით კმაყოფილი ვარ” – განაცხადა “იუვეს” მწვრთნელმა მატჩის შემდეგ.
რომაული არდადეგები
“რომას” და “პარმას” ფეხბურთელები მინდორზე ძლიერი წვიმი თანხლებით გავიდნენ. თუმცა, მინდორი ხმამალი ნათქვამია.. “სტადიო ოლიმპიკოს” ოდესღაც მწვანე საფარი ჭაობს ოფრო გავდა, რომელშიც ბურთსაც და ფეხბურთელებსაც უჭირდათ გადაადგილება. მატჩის ჩატარება რომ შეუძლებელი იქნებოდა ეს თავიდანვე ნათელი იყო, მაგრამ მსაჯთა ბრიგადამ მაინც გადაწყვიტა ფეხბურთელების მოედანზე გაყვანა.
შეხვედრის დაწყებიდან რამოდენიმე წუთში დანიელე დე როსი და ფრანჩესკო ტოტი მთავარ მსაჯთან მივიდნენ მოსალაპარაკებლად და ანდეა დე მარკომაც გუნდები გასახდელში შეიყვანა. შეხვედრა ჯერ 30 წუთით შეწყდა შემდეგ კი საერთოდ გადაიდო, ჯერ-ჯერობით უცნობი ვადით.
მილანი ჩემპიონთა ლიგას შორდება
გასულ ტურში კლარენს ზეედორფის გუნდი “ტორინოს” მასპინძლბდა. ამჯერად ახალგაზრდა ჰოლანდიელ მარიო ბალოტელიმ, რომელიც დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდა აღნიშნულ შეხვედრას, ვეღარ უშველა.
მილანში გამართული შეხვედრის მე-17 წუთზე სტუმრები იმობილეს გოლით დაწინაურდნენ და ტაიმის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა.
მეორე ნახევრის დებიუტში “მილანმა” რამის უძლიერესი დარტყმით გაათანაბრა, თუმცა მეტის გაკეთება ზეედორფის შეგირდებმა ვეღარ შესძლეს.
ამ ფრის შედეგად “მილანი” მეათე ადგილზე ჩამოქვეითდა და ევროზონას უკვე 6 ქულით, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ზონას უკვე 15 ქულით ჩამორჩება.
01/02/14
კალიარი 1-0 ფიორენტინა
გოლი: პინილია 39′
ბოლონია 0-2 უდინეზე
გოლები: დი ნატალე 15′ ; ლოპესი 90′
მილანი 1-1 ტორინო
გოლები: იმობილე 17′ (0:1); რამი 49′ (1:1)
02/02/14
სასუოლო 1-2 ვერონა
გოლები: მანფრედინი 50′ (0:1); ტონი 87′ (0:2); ფლორო ფლორესი 90′ (1:2)
კიევო 0-2 ლაციო
გოლები: კანდრევა 6′ ; კეიტა 70′
კატანია 3-3 ლივორნო
გოლები: ემეგარა 51′ (0:1); ბერგესიო 61′ (1:1); პაულინიო 72′ (1:2); ბარიენტოსი 75′ (2:2); ენეგარა 77′ (2:3); ალმირონი 89′ (3:3)
ატალანტა 3-0 ნაპოლი
გოლები: დენისი 47′ ; 64′ ; მორალესი 70′
რომა – პარმა
გადაიდო
იუვენტუსი 3-1 ინტერი
გოლები: ლიხშტაინერი 16′ (1:0); კიელინი 47′ (2:0); ვიდალი 56′ (3:0); როლანდო 72′ (3:1)
03/02/14
ჯენოა 0-1 სამპდორია
გოლი: მაქსი ლოპესი 24′