სერია А – მიმოხილვა
“იუვენტუსის” დომინირება, “ნაპოლის” გამარჯვება და “მილანის” მორიგი ჩავარდნა სერია ა-ს 27-ე ტურში.
50 პროცენტი
“წინ კიდევ 11 ტურია, თუმცა ჩვენ 50 პროცენტით უკვე ჩემპიონები ვართ. მოდუნებას არ ვაპირებთ” – განაცხადა კონტემ “ფიორენტინასთან” მოგებული მატჩიშ შემდეგ.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ “იუვენტუსი” მწვრთნელმა დიპლომატია გამოიჩინა. ტურინელები 50-ით კი არა, ფაქტობრივად მთელი 99 პროცენტით არიან სკუდეტოს მფლობელები.
გასულ ტურში “იუვემ” ფიორენტინას მინიმალურად მოუგო და მე-14 გამარჯვება მოიპოვა, რითაც 1975/76 წლების სეზონის რეკორდი გაიმეორა, რომელიც “ტორინოს” ეკუთვნის.
შეხვედრის მთავარი გმირი კვადრო ასამოა გახდა. ერთადერთი გოლი სწორედ განელის ანგარიშზეა.
საჩემპიონო რბოლა დასრულდა
საჩემპიონო რბოლა ფაქტობრივად დასრულებულია. “იუვეს” მთავარი მდევარი, “რომა” ნეაპოლში დამარცხდა. ერთადერთი გოლი 81-ე წუთზე კალიეხონმა გაიტანა. რუდი გარსიას გუნდმა ბოლო 5 ტურში პირველად გაუშვა გოლი და ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში დამარცხდა.
ამ შედეგით “ნაპოლიმ” მეორე პოზიციაზე გასვლის შანსი გაიჩინა. სხვაობა ახლუ სულ 3 ქულაა, თუმცა რომაელებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
გარდა მარცხისა, შეხვედრა “რომამ” კიდევ ერთი მძიმე დარტყმა მიიღო. გარსიას კევი სტროტმანი დაუშავდა. წინასწარი ინფორმაციით, ტრავმა ძალიან სერიოზულია და ფეხბურთელი მუნდიალის გამოტოვებასაც კი რისკავს.
მორიგი წარუმატებლობა
კიდევ ერთი მატჩი წააგო “მილანმა”. ამჯერად ზეედორფის გუნდი “უდინეზესთან” გასვლით შეხვედრაში დამარცხდა. ერთადერთი გოლი 36 წლის დი ნატალეს ანგარიშზეა.
ჰოლანდიელმა სპეციალისტმა მატჩის შემდეგ გულშემატკივრები დაამშვიდა და მარცხი “ატლეტიკოსთან” გასამართ მატჩზე ფიქრით ახსნა.
“თავისუფლად შეგვეძლო ამ მატჩის არ წაგება. თუმცა ახლა ფეხბურთელებს ყველაფრის დავიწყებას ვთხოვ. წინ მნიშნველოვანი მატჩი გველის” – განაცხადა ზეედორფმა.
08/03/14
გოლი: დი ნატალე 67′
გოლები: ვეჩინო 53′ (0:1); ბერგესიო 62′ (1:1)
09/03/14
გოლი: ასამოა 42′
გოლი: მორალესი 60′
გოლები: პალოსკი 5′ (1:0); ჯილარდინო 88′ (1:1); პალოსკი 90′ (2:1)
გოლები: ბიაბლანი 20′ ; სჩელოტო 90′
გოლები: მბაიე 19′ 27′ (0:2); კრსტიჩიჩი 49′ (1:2); კეჩერინი 53′ (ს.კ. 2:2); ოკაკა 68′ (3:2); გაბიადინი 75′ (4:2)
გოლი: პალასიო 30′
გოლი: ხოსე კალიეხონი 81′