სერია А – პრევიუ
მცირე საახალწლო შესვენების შემდეგ იტალიური სერია A სუპერმატჩით ბრუნდება.
მილანი – ატალანტა
“მილანი” შობას მეცამეტე პოზიციაზე შეხვდა. ასეთი შედეგი მილანური კლუბის ყველაზე ასაკოვან გულშემატკივრებსაც არ ახსოვთ. საინტერესოა, რომ გასავარდნ ზონამდე “მილანს” 5 ქულა აშორებს, ხოლო ევროზონამდე 12 ქულაა. სატრანსფერო ფანჯრის გახსნასთან ერთად მილანში კეისუკე ჰონდა გადაბარგდა. იაპონელს დიდი იმედებს უკავშირებენ.
“ატალანტა” ბოლო დროს ასევე ცუდად გამოიყურება. განსაკუთრებით ეს სტუმრად ჩატარებულ მატჩებზე ითქმის. მაგრამ, ასეთ “მილანთან” გამკლავება ბერგამოელებს ნამდვილად შეუძლიათ. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ შეხვედრას “სან სირო” უმასპინძლებს, უცხო სტადიონებზე კი, “ატალანტამ” მხოლოდ 4 ქულა მოიპოვა მიმდინარე სეზონში.
ლაციო – ინტერი
მილანურმა დერბიმ ნათლად აჩვენა საფეხბურთ საზოგადოებას, რომ “ინტერს” მაღალი მიზნებისათვის ბრძოლა შეუძია. მაგრამ, მაცარის გუნდს რეალური შედეგების მისაღწევად მთავარი კომპონენტი, სტაბილურობა აკლიათ.
თუმცა, მთავარი ამ დაპირისპირებაში არც მაცარის პერსოდა და არც მისი “ინტერი” იქნება. ყველა “ლაციოში” დაბრუნებული ედოარდო რეიას დებიუტის მოლოდინშია, რომელმაც მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვლადიმირ პეტკოვიჩი შეცვალა. სხვათა შორის, რეაია სერია ა-ს ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელია.
უკანასკნელ რვა შეხვედრაში, “არწივებმა” მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვეს, რაც პეტკოვიჩის გათავისუფლების მთავარი მიზეზი გახსნა. ვნახოთ, შესძლებს თუ არა სიტუაციის გამოსწორებას ახალი მთავარი მწვრთნელი.
იუვენტუსი – რომა
ამ მატჩის შედეგზე ბევრი რამეა დამოკიდებული. “რომას”, რომელიც წელს დაუმარცხებლად ასპარეზობს, აუცილებლად სჭირდება გამარჯვება, რათა სხვაობა ტურინულ კლუბთან 2 ქულამდე შეამციროს. “იუვეს” კი ფრეს აწყობს ხელს. ვინაიდან სხვა კონკურენტები უკვე დიდი სხვაობით ჩამორჩებიან ბებერ სენიორას. რომაელებთან კი 5 ქულიანი სტატუს-კვო შენარჩუნებული იქნება.
“იუვენტუსის” შანსებს ცრამატჩიანი წაუგებელი სერია, ლიგის საუკეთესო შეტევა და საკუტარი გულშემატკივარი ზრდის. ამ ყველაფერს “რომა” გათამაშების საკუეთესო დაცვასა და მიმდინარე სეზონში წაუგებელ სერიას უპირისპირებს.
გასულ სეზონში გუნდებმა საშინაო გამარჯვებები გაცვალეს. მაგრამ, ამ გუნდების შარშანდელ მდგომარეობასთან შედარება, ცოტა არასწორი იქნება. ეს განსაკუთრებით “რომაზე” ითქმის.
ამიტომ დღეს საკმაოდ საინტერესო დაპირისპირებას უნდა ველოდოთ.
შეხვედრა დღეს, 23:45-ზე დაიწყება და ჩვენი საიტი ამ მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.
05/01/14
კიევო – კალიარი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1426
ფიორენტინა – ლივორნო
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1428
იუვენტუსი – რომა
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1431
06/01/14
ნაპოლი – სამპდორია
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1432
კატანია – ბოლონია
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1435
ჯენოა – სასულო
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1436
მილანი – ატალანტა
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1437
პარმა – ტორინო
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1440
უდინეზე – ვერონა
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1441
ლაციო – ინტერი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1443