სერია A – პრევიუ
ტრადიციულად გთავაზობთ სერია ა-ს მორიგი ტურის პრევიუს, რომელიც ბევრ საინტერესოს გვპირდება.
ნაპოლი – ფიორენტინა
ევროთასებიდან გამოვარდნილი გუნდები ერთმანეთს იტალიური ჩემპიონატის მორიგ ტურში დაუპირისპირდებიან. მიუხედავად იმისა, რომ “ნაპოლიმ” “პორტოს” კართან უამრავი მომენტი შექმნა და კარის ჩარჩოში 12 დარტყმის განხორციელება მოახერხა, შემდეგ ეტაპზე მაინც პორტუგალიელები გავიდნენ. “ფიორენტინა” კი 70 წუტი სულაც ფავორიტის სტატუსით იყო “იუვესთან” გამართულ ევროპის ლიგის მატჩში. თუმცა, შემდეგ საქმეში პირლო ჩაერთო…
“ნაპოლისა” და “ფიორენტინას” შორის სხვაობა ზუსტად 10 ქულაა. ფინიშამდე 10 ტურით ადრე, ასეთი სხვაობის აღმოფქვრა ფაქტობრივად წარმოუდგენელია. თუნდაც იმიტომ, რომ წლევანდელი “ფიორე” სტაბილურობით არ გამოირჩევა. “ნაპოლი” კი, ასეთ ჰანდიკაპის გამნიავებელ გუნდს ნამდვილად არ გავს.
კატანია – იუვენტუსი
ტურინული კლუბი ორ ფრონტზე იბრძვის და უნდა ითქვას, რომ კონტეს შეგირდებს ჩემპიონატში და ევროპის ლიგაზეც წარმატების კარგი შანსი აქვთ. მომდევნო ტურში, “იუვენტუსი” “კატანიას” ეწვევა და სავარაუდოდ მორიგ სამ ქულას მოიპოვებს.
დღევანდელ “კატანიას” “იუვესთან” წარმატების ფაქტობრივად არანაირი შანსი არ აქვს. რა თქმა უნდა, საშინაო მატჩში სიცილიელებს სენსაციის გამოცხობა შეუძიათ, თუმცა ნებისმიერ სხვა გუნდთან, და არა “იუვენტუსთან”
ლაციო – მილანი
ტურის ცენტრალურ მატჩს რომი უმასპინძლებს, სადაც “ლაციოს” “მილანი” ესტუმრება. განსაკუთრებულ მნიშვნლეობას აღნიშნული მატჩი კლარენს ზეედორფისთვის იძენს, რომელსაც იტალიური პრესის ცნობით, მილანური კლუბის ხელმძღვანელობამ ულტიმატუმი წაუყენა. კლარენსს “ლაციოსთან” და მომდევნო ტურში “ფიორენტინასთან” მოგება აუცილებლად სჭირდება.
მსგავსი პრობელმები “ლაციოს” რიგებში არ არის. კლუბის მწვრთნელს, რომელიც ასევე სეზონის მსველლობის დროს შეუერთდა რომაულ გუნდს, სრული ნდობა აქვს. “არწივები” ევროთასების ზონას მხოლდო 6 ქულით ჩამორჩებიან, რაც ბრძოლის საშუალებას იძლევა.
22/03/14
23/03/14