სერია A – პრევიუ
იტალიურ ლიგაში სეზონის დასკვნით ნაწილში მთავარი ბრძოლები ევროსაგზურებისთვის და უმაღლეს სერიაში ადგილის შესანარჩუნებლად გაიმართება.
ლაციო – პარმა
რომში გასამართი შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშნველობა აქვს. მასპინძლები მარცხის შემთხვევაში ევროთასებისთვის ბრძოლას ფაქტობრივად ეთიშებიან. გამარჯვება კი, რომაელებს რბოლაში დააბრუნებს. რეიას შეგირდები გასულ ტურში “ჯენოასთან” დამარცხდნენ და საქმე მნიშნველოვნად გაირთულეს.
მარცხი გასულ ტურში “პარმამაც” იწვნია. ტევესის დუბლმა პარმელების რეკორდული დაუმარცხებელი სერია დაასრულა. არადა გამარჯვების შემთხვევაში, “პარმა” სატურნირო ცხრილში “ინტერს” გადაასწრებდა.
ლივორნო – ინტერი
“უდინეზესთამ” უგოლო ფრის შემდეგ მაცარის გუნდი აუსტაიდერ “ლივორნოს” სტუმროს. ცხრილში არსებული ვითარებიდან გამომდინარე ქულებს ორივე გუნდისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ფავორიტები რა თქმა უნდა მილანელები არიან.
“ლივორნო” გასულ ტურში აღმავლობის გზაზე მდგომ “ატალანტასთან” დამარცხდა და გასავარდნ ზონაში დაეშვა.
ნაპოლი – იუვენტუსი
ტურის ცენტრალურ დაპირსიპირებას ნეაპოლი უმასპინძლებს, სადაც სტუმრად თითქმის დაუმარცხებელი “იუვენტუსი” ჩავა.
შეხვედრას ფაქტობრივად არანაირი ინტრიგა არ ახლავს. გულშემატკივარი კარგი გუნდების შესრულებული ლამაზი ფეხბურთის მოლოდინშია. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს მოლოდინი გამართლდება კიდეც.
რა თქმა უნდა, “ნაპოლის” ჯერ კიდევ აქვს მეორე პოზიციაზე გასვლის შანსი და ამის იმედი გუნდის ერთგულ ფანებს არ დაუკარგავთ. მაგრამ, წლევანდელი “რომა” ის გუნდი არ არის, რომ სოლიდურ უპირატესობა გაანიავოს. ისიც გასაწვალისწინებელია, რომ გარსიას შეგირდები ამ ტურში არც თუ ისე ძლიერ სასუოლოს ხვდებიან და არ არის გამორიცხული სხვაობა მე-2 და მე-3 პოზიციებს შორის კიდევ უფრო გაიზარდოს.
“იუვენტუსზე” კი ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, ყველაფერი სატურნირო ცხრილიდანაც კარგად ჩანს.
29/03/14
30/03/14
31/03/14