სერია A – პრევიუ
იტალიური ჩემპიონატში გამარჯვებულის ვინაობ ფაქტობრივად გარკვეულია. თუმცა, სერიაში ჯერ კიდევ რჩება პასუხგაუცემელი კითხვები. მორიგ ტურში რამდენიმე საინტერესო მატჩი გველის.
ინტერი – ბოლონია
ევროსაგზურისთვის მებრძოლი “ინტერი” საკუთარ მოედანზე “ბოლონიას” მიიღებს. ვალტერ მაცარის გუნდს სამმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, თუმცა მიუხედავად ამისა მილანელები მეხუთე პოზიციას ინარჩუნებენ. რაც “პარმას” ცუდი თამაშის ბრალი უფრო არის. შესანიშნავი წაუგებელი სერიის შეწყვეტა პარმელებზე ცუდად აისახა. თუმცა, ინტერს კიდევ ერთი ძლიერი კონკურენტი ჰყავს “ატალანტას” სახით. ამიტომ აუტსაიდერ “ბოლონიასთან” შეხვედრაში სამი ქული მოპოვება აუცილებელი საქმეა.
ბოლონიელები გასავარდნ ზონას მხოლოდ 1 ქულით უსწრებენ, რაც მათ მშვიდად ყოფნის საშუალებას არ მისცემს. ბალარდინის შეგირდები მილანიდან მინიმუმ ქულის წამოღებას მაინც აპირებენ.
იუვენტუსი – ლივორნო
ტურინელები ევროპა ლიგაზე მოპოვებული გასვლითი გამარჯვების შემდეგ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერ “ლივორნოს” მიიღებენ. სავარაუდოდ კონტე ახალგაზრდა ფეხბურთელებს მისცემს თამაშის საშუალებას და გადაღლილ ლიდერებს დაასვენებს. “იუვეს” სერიაშ ფაქტობრივად არანაირი მოტივაცია აღარ დარჩა, თუ ჩემპიონობის ფორმალურ გაფორმებას არ ჩავთვლით.
მიუხედავად იმისა, რომ “ლივორნოს” ამ მატჩში ქულები ძალიან სჭირდება, მაინც რთული წარმოსადგენია, რომ სტურმები სენსაციას მოახდენენ. თუმცა, გასულ ტურში “ინტერთან” მოპოვებული ფრე, “ლივორნოს” გულშემატკივრებს გარკვეულ იმედებს უსახავს.
ჯენოა – მილანი
ტურს “ჯენოასა” და “მილანის” დაპირისპრიება დახურავს. ზეედორფის გუნდმა ბოლო დროს თამაშის გამოსწორება მოახერხა. “მილანმა” ბოლო სამ ტურში 7 ქულას მოუყარა თავი, რაც ცუდი მაჩვენებელი ნამდვილად არ არის. შანსები მცირეა, თუმცა მილანურ კლუბს კვლავ რჩება ევროსაგზურის მოპოვების შანსი. თანაქალაქელ “ინტერს”, რომელიც მეხუთე პოზიციაზეა გამაგრებული, “მილანი” 7 ქულით ჩამორჩება.
გენუელებს მიმდინარე სეზონში არც გავარდნა ემუქრებათ და არც მარალი მიზნებისთვის ბრძოლის შანსი აქვთ. ასე რომ, დიდი ალბათობით “მილანი” წაუგებელ სერიას ოთხ მატჩამდე გაზრდის.
05/04/14
06/04/14
07/04/14