სერია A-ს ბოლო ორი წლის ყველაზე ცუდი ტრანსფერები
იტალიურმა გამოცემა “ლა გაძეტა დელო სპორტმა” სერია A-ში 2018-დან 2020 წლამდე განხორციელებული ყველაზე ცუდი ტრანსფერებით სიმბოლური გუნდი შეადგინა, რომლის ჯამური ღირებულებაც 221 მილიონი ევროა:
მეკარე: ალექს მერეტი (სპალ-იდან გადავიდა “ნაპოლიში”, შეფასებულია 30 მლნ ევროდ);
დაცვა: ლეონარდო სპინაცოლა (“იუვენტუსიდან” “რომაში”, 23,5 მლნ); დიეგო გოდინი (“ატლეტიკოდან” “ინტერში”, 5 მლნ); დენის ვავრო (“კოპენჰაგენიდან” “ლაციოში”, 10 მლნ); ანტონიო ბარეკა (“ნიუკასლიდან” “ჯენოაში”, 10 მლნ);
ნახევარდაცვა: ლუკას პაკეტა (“ფლამენგოდან” “მილანში”, 30 მლნ); ადრიან რაბიო (“პსჟ”-დან “იუვენტუსში”, 20 მლნ); ხავიერ პასტორე (“პსჟ”-დან “რომაში”, 10 მლნ);
თავდასხმა: სიმონე ვერდი (“ნაპოლიდან” “ტორინოში”, 20 მლნ); ალექსის სანჩესი (“მანჩესტერ იუნაიტედიდან” “ინტერში”, 27,5 მლნ); ირვინგ ლოსანო (პსვ-დან “ნაპოლიში”, 35 მლნ).