WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (136274) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

სერია A-ს მიმოხილვა

თარიღი: დეკემბერი 23, 2013

“ინტერის” პირველი მოგებული დერბი მაცარის ხელმძღვანელობით, ბუფონის შეწყვეტილი მშრალი სერია და “რომას” დამაჯერებელი გამარჯვება სერია A-ს მეჩვიდმეტე ტურის მიმოხილვაში.

დერბი “ინტერის” სასარგებლოდ

დაძაბული ტრილერის მოლოდინში 80 ათასიანი “სან-სირო” ტიფოზებმა ბოლომდე შეავსეს. მაგრამ გულშემატკივართა მოლოდინი არ გამართლდა. განსაკუთრებული სანახაობა გუშნ მილანში არ შედგა.

შეხვედრის პირველი ნახევარი “მილანის” კარნახით მიმდინარეობდა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ “ინტერს” მსაჯმა ასპროცენტიანი პენალტი არ დაუდო. საპატამ პალასიოს წინააღმდეგ დაარღვია თამაშის წესი.

მეორე ტაიმში მაცარიმ მოედანზე შემტევები: კოვაჩიჩი, კარდი და კუზმანოვიჩი შეუშვა, რამაც შედეგი გამოიღო და მატჩის მიწურულს “ინტერმა” გამარჯვების გოლი გაიტანა.

მშრალი სერიის დასასრული

გასულ უქმეებზე “იუვემ” ბერგამოში ნამდვილი ქარიშხალი დაატრიალა და ადგილობრივი “ატალანტა” გაანადგურა. ანგარიში მე-6 წუთზე ტევესმა გახსნა. თუმცა, სტუმრებმა მალევე აღადგინეს წონასწორობა და ჯანლუიჯი ბუფონის მშრალი სერიაც შეწყვიტეს, რომელიც 744 წუთი გრძელდებოდა. შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა, მაგრამ მეორე ტაიმში ტურინელებმა პოგბას, ლიორენტეს და ვიდალის გოლებით საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს – 4:1.

რომაელები სრული სვლით

თავის უშუალო კონკურენტებს არც რომაელები ჩამორჩნენ და აუტსაიდერი “კატანია” გაანადგურეს. “რომა” ბენატიას გოლით დაწინაურდა. გამანადგურებელი კი ანგარიში მეორე ნახევარში გახდა.

“პირველი ტაიმი ჩავაგდეთ, თუმცა მეორე ნახევარში სწორედ ის “რომა” ვიხილეთ, რომლის ნახვაც მე პირადად მსურს. 17 მატჩის შემდეგ 41 ქულა გვაქვს. ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია, მაგრა წელს “იუვენტუსი” შესანიშნავ სეზონს ატარებს და ყველაფერს იგებს. საშობაო არდადეგების შემდეგ ჩვენ აუცილებლად ვიფიქრებთ იმაზე, თუ როგორ შევაჩეროთ ტურინელები” – განაცხადა მატჩის შემდეგ რუდი გარსიამ.

21/12/13

ლივორნო 1-2 უდინეზე 

გოლები: ლოპესი 11′ (0:1); სილიგარდი 32′ (1:1); ჰორტო 65′ (1:2)

კალიარი 1-1 ნაპოლი

გოლები: ნენე 9′ (1:0); იგუაინი 19′ (1:1)

 22/12/13

ბოლონია 1-0 ჯენოა

გოლი: დიამანტი 57′

 ატალანტა 1-4 იუვენტუსი

გოლები: ტევესი 6′ (0:1); მორალესი 15′ (1:1); პოგბა 46′ (1:2); ლიორენტე 75′ (1:3); ვიდალი 79′ (1:4). 

 ვერონა 4-1 ლაციო

გოლები: ტონი 5′ (1:0); ბიგლია 27′ (1:1); იტურბე 44′ (2:1); რომულო 64′ (3:1); ტონი 78′ (4:1)

 რომა 4-0 კატანია

გოლები: ბენატია 18′ ; დესტრო 55′ ; ბენატია 59′ ; ჟერვინიო 80′

სამპდორია 1-1 პარმა

გოლები: ედერი 44′ (1:0); ლუკარელი 64′ (1:1)

 სასულო 0-1 ფიორენტინა

გოლები: როსი 82′

 ტორინო 4-1 კიევო

გოლები: ჩერეუ 9′ (0:1); იმობილე 45′ , 65′ (2:1); ვივესი 80′ (3:1); კერჩი 90′ (4:1)

ინტერი 1-0 მილანი

გოლი: პალასიო 86′

 

 

 



მსგავსი სიახლეები