სერია A-ს მიმოხილვა
“იუვე” წინ მიიწევს, “ნაპოლი” “რომას” ეწევა, “ფიორენტინა” კი მორიგ გამარჯვებას ზეიმობს, მაგრამ ჯუზეპე როსის კარგავს.
პირველი მარცხი
“სკუდეტოზე” საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა რთული წარმოსადგენია, რომ “იუვენტუსმა” პირველობა სხვა გუნდს დაუთმოს. მიუხედევად იმისა, რომ ჯერ კიდევ 20 ტურია სათამაშო, ტიტულის ბედი ალბათ უკვე გადაწყვეტილია.
ტურის და ალბათ სეზონის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში “იუვენტუსმა” მთავარ მდევარ, მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელ “რომას” უმასპინძლო და დიდი ანგარიშით მოუგო – 3:0.
“რომა” რომ კარგ სეზონს ატარებს, ეს უდავოა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა სარეკორდო, 10 მატჩიანი მოგებების სერიაც არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ლიდერთან სხვაობა მინიმალური მაინც ყოფილიყო. ლიდერი წელს საშინაო ასპარეზზე შეუჩერებელია.
უკანასკნელ 10 შეხვედრაში “იუვემ” მხოლოდ 1 ბურთი გაუშვა საკუთარ კარში და არცერთი ქულა არ დაკარგა. სეზონში ერთადერთ მარცხი, ტურინელებმა ფლორენციაში იგემეს, ერთადერთი ფრე კი მილანში “ინტერთან” ითამაშეს. დანარჩენი მატჩები კი კონტეს შეგირდებმა უპრობლემოდ მოიგეს.
ამ ყველაფრის შემდეგ ერთადერთი კითხვა ჩნდება: როგორ მოახერხა ასეთ ფორმაში მყოფბა გუნდა, ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა?..
“ნაპოლი” ვერცხლს უმიზნებს
“რომას” წაფორხილებით “ნაპოლიმ” ისარგებლა. რაფაელ ბენიტესის ბიჭებმა განსაკუთრებული პრობლემების გარეშე სძლიე “სამპდორიას” და “მგლებთან” სხვაობა ორ ქულამდე შეამცირეს.
ანგარიში მასპინძლებმა მერტენსის გოლით გახსნესნ. სინიშა მიხაილოვიჩის შეგირდებმა ხასიათი გამოავლინეს და რამოდენიმე წუთში “სამპრდორიას” ანგარიშის გათანაბრების შანსიც მიეცათ, თუმცა გაბიადინის დარტყმა ძელს მოხვდა. თუმცა, შემდეგ შეტევაში “ნაპოლიმ” სიტუაცია საბოლოოდ დააწყნარა. მერტენსმა ჯარიმა ზუსტად შეასრულა და საბოლო რეზულტატი დააფიქსირა. 2-0 “ნაპოლის” სასარგებლოდ.
მუნდიალი კითხვის ნიშნის ქვეშ
“ფიორენტინა” მთელი მატჩის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდა, თუმცა “ლივორნოს” კარში გოლის გატანა მხოლოდ მე-60 წუთის შემდეგ შესძლო. გონსალო როდრიგესის ზუსტი დარტყმა ერთადერთი აღმოჩნდა აღნიშნულ მატჩში. თუმცა, მატჩის ერთ-ერთი მთავარი მოვალენა რამოდენიმე წუთის შემდეგ მოხდა. ფლორენციელების ფორვარდმა ჯუზეპე როსიმ მუხლის ტრავმა მიიღო და შეხვედრის გაგრძელება ვეღარ შესძლო. ექმების განცხადებით როსის ძველმა ტრავმამ შეახსენა თავი. უახლოეს მომავალში ფორვარდი დეტალურ გამოკვლევას ჩაიტარებს, რის შემდეგაც ცნობილი გახდება ტრავმის სირთულე.
იტალიური პრესის ცნობით, მკურნალობამ შესაძლოა 3 თვე გასტანოს, რაც როსის მუნდიალზე გამგზავრების შანსებს საგრძნობლად ამცირებს.
05/01/14
კიევო 0-0 კალიარი
ფიორენტინა 1-0 ლივორნო
გოლი: როდრიგესი 66′
იუვენტუსი 3-0 რომა
გოლები: ვიდალი 17′ ; ბონუჩი 48′ ; ვუჩინიჩი 77′
06/01/14
ნაპოლი 2-0 სამპდორია
გოლები: მერტენსი 53′ ; 62′
კატანია 2-0 ბოლონია
გოლები: ბერგესიო 23′ ; ლოდი 66′
ჯენოა 2-0 სასულო
გოლები: გილარდინო 28′ ; ბერტოლაკი 45′
მილანი 3-0 ატალანტა
გოლები: კაკა 35′ , 65′ ; კრისტანტე 67′
პარმა 3-1 ტორინო
გოლები: იმობილე 21′ (0:1); მარჩიონი 34′ (1:1); ლუკარელი 45′ (2:1); ამაური 70′ (3:1)
უდინეზე 1-3 ვერონა
გოლები: ტონი 8′ , 39′ (0:2); პერეირა 43′ (1:2); იტურბე 70′ (1:3)
ლაციო 1-0 ინტერი
გოლი: კლოზე 81′