სერია A-ს ფეხბურთელებმა საუკეთესო კლუბი, მწვრთნელი და ფეხბურთელი დაასახელეს
იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო კლუბი, მწვრთნელი და ფეხბურთელი დაასახელა. დაჯილდოვება Gala del Calcio-ს ფარგლებში გაიმართა.
ფეხბურთელებმა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად კრიშტიანუ რონალდუ დაასახელეს, ხოლო საუკეთესო მწვრთნელად ჯან პიერო გასპერინი. საუკეთესო კლუბის წოდება კი “ატალანტამ” მოიპოვა.
ფეხბურთელების მიერ შერჩეული სიმბოლური თერთმეტეული კი ასე გამოიყურება: ჯანლუიჯი დონარუმა; რობინ გოზენსი, სტეფან დე ვრეი, ლეონარდო ბონუჩი, ტეო ერნანდესი; ნიკოლო ბარელა, პაპუ გომესი, ლუის ალბერტო; პაულო დიბალა, ჩირო იმობილე, კრიშტიანუ რონალდუ.
იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ საუკეთესო მსაჯად დანიელე ორსატო დაასახელა, ხოლო საუკეთესო ქალ ფეხბურთელად კრისტიანა ჯირელი.
Sono @Cristiano e @cristianagire il re e la regina del Gran Galà del Calcio – Special Edition! 👏👑
A loro il titolo di Calciatore e Calciatrice dell'anno assegnati dall'@assocalciatori per la stagione 2019-20 🔝✨#GGDC21@juventusfc @JuventusFCWomen @SkySport pic.twitter.com/MepoawEKJV
— Gran Galà del Calcio AIC (@GranGalaAIC) March 19, 2021