სერია A-ს პრევიუ
იტალიურმა ფეხბურთმა კიდევ ერთი დარტყმა მიიღო გასულ კვირას. ჩემპიონთა ლიგაში მოთამაშე სამი გუნდიდან პლეი-ოფში მხოლოდ „მილანი“ გავიდა, რაც საკმაოდ ცუდად აისახა სერია А-ს რეპუტაციაზე, რომლის მორიგი ტურის პრევიუსაც გთავაზობთ ჩვენი საიტი.
„იუვენტუსი“ – „სასულო“
ანტონიო კონტემ ოთხშაბათს თავის კარიერაში ყველაზე მტკივნეული მარცხი იწვნია. „გალათასარაისთან“ მტკივნეულ მატჩზე ბევრს აღარ ვილაპარაკებთ. ამ თემაზე საკუთარი აზრი უკვე ყველამ არაერთხელ გამოთქვა. მოახლოებულ ტურში „ტურინელები“ „სასულოს“ მიიღებენ. ეს შეხვედრა გარკვეულწილად რეაბილიტაცია უნდა იყო გულშემატკივართა წინაშე. ატსაიდერთან ქულების დაკარგვას კონტეს აღარ აპატიებენ. „იუვეს“ შანსებს ისიც ზრდის, რომ „სასულო“ ლიდერის გარეშე ცადის ტურინში. ტრავმის გამო სტუმრებს ბერარდი დააკლდებათ, რომლის ანგარიშზე უკვე 7 გოლია მიმდინარე სეზონში.
„ნაპოლი“ – „ინტერი“
ვალტერ მაცარის სახელობის მატჩი. „ინტერის“ ამჟამინდელი მწვრთნელი გასულ სეზონში „ნაპოლის“ ეხმარებოდა ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად, ახლა კი იგივე მილანური კლუბისთვის აკეთებს. თუმცა, ეს ჯერ-ჯერობით კარგად არ გამოსდის. დამაჯერებელ სტარს ფრეების სინდრომი მოჰყვა. „რომას“ სტილში. „ინტერზე“ მეტი ფრე წლევანდელ სერია ა-ში არცერთ გუნდს არ აქვს.
იდეალურად საქმე არც ნეაპოლშია. გუნდი სტარზე კი დამაჯერებელი იყო, მაგრამ თანდათან მოუკლო. უკანასკნელ ოთხ შეხვედრაში მხოლოდ ერთი გამარჯვება და საჩემპიონო ამბიციებზე უარის თქმა. ბოლო პერიოდში ეს არის „ნაპოლის“ მონაგარი. მიუხედავად იმისა, რომ რაფაელ ბენიტესის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში 12 ქულის მოგროვება შესძლო, ეს მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი შემდეგ ეტაპზე გასასვლელად.
სტატისტიკა მასპინძელთა სასარგებლოდ მეტყველებს – ზედიზედ შვიდი საშინაო შეხვედრაა „ნაპოლი“ „ინტერთან“ არ აგებს.
„მილანი“ – „რომა“
ტურის უკანასკნელი და ცენტრალური შეხვედრა ორშაბათს „სან-სიროზე“ გაიმართება . „მილანი“ „რომას“ უმასპიძლებს. „მგლებმა“ ფრეების სერიის შეწყვეტა გასულ ტურში, „ფიორენტინასთან“ მოახერხეს. „მილანი“ ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, თუმცა აქედან სამი შეხვედრა ფრედ დასრულდა. მილანელებმა ფრე ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშეს, ამსტერდამის „აიაქსთან“ გამართულ შეხვედრაში. თუმცა ეს ფრე გამარჯვების ტოლფასი იყო. „მილანი“ შემდეგ ეტაპზე გავიდა.
უკანასკნელ შვიდ შეხვედრაში, რომლებიც ამ გუნდებს შორის „სან-სიროზე“ გაიმართა „რომამ“ ოთხჯერ იზეიმა გამარჯვება. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სტუმრებს კვლავ არ ეყოლებათ ფრანჩესკო ტოტი. საკადრო პრობლემები ალეგრის გუნდსაც აწუხებს.
14/12/13
კატანია – ვერონა
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=835
15/12/13
კიევო – სამპდორია
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=837
ფიორენტინა – ბოლონია
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=838
ჯენოა – ატალანტა
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=839
ლაციო – ლივორნო
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=840
პარმა – კალიარი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=841
უდინეზე – ტორინო
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=842
იუვენტუსი – სასულო
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=836
ნაპოლი – ინტერი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=844
16/12/13
მილანი – რომა
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=843