სერია A-ს პრევიუ

თარიღი: დეკემბერი 14, 2013

იტალიურმა ფეხბურთმა კიდევ ერთი დარტყმა მიიღო გასულ კვირას. ჩემპიონთა ლიგაში მოთამაშე სამი გუნდიდან პლეი-ოფში მხოლოდ „მილანი“ გავიდა, რაც საკმაოდ ცუდად აისახა სერია А-ს რეპუტაციაზე, რომლის მორიგი ტურის პრევიუსაც გთავაზობთ ჩვენი საიტი.

„იუვენტუსი“ –  „სასულო“

ანტონიო კონტემ ოთხშაბათს თავის კარიერაში ყველაზე მტკივნეული მარცხი იწვნია.  „გალათასარაისთან“ მტკივნეულ მატჩზე ბევრს აღარ ვილაპარაკებთ. ამ თემაზე საკუთარი აზრი უკვე ყველამ არაერთხელ გამოთქვა. მოახლოებულ ტურში „ტურინელები“ „სასულოს“ მიიღებენ.  ეს შეხვედრა გარკვეულწილად რეაბილიტაცია უნდა იყო გულშემატკივართა წინაშე. ატსაიდერთან ქულების დაკარგვას კონტეს აღარ აპატიებენ. „იუვეს“ შანსებს ისიც ზრდის, რომ „სასულო“ ლიდერის გარეშე ცადის ტურინში. ტრავმის გამო სტუმრებს ბერარდი დააკლდებათ, რომლის ანგარიშზე უკვე 7 გოლია მიმდინარე სეზონში.

„ნაპოლი“ – „ინტერი“

ვალტერ მაცარის სახელობის მატჩი. „ინტერის“ ამჟამინდელი მწვრთნელი გასულ სეზონში „ნაპოლის“ ეხმარებოდა ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად, ახლა კი იგივე მილანური კლუბისთვის აკეთებს. თუმცა, ეს ჯერ-ჯერობით კარგად არ გამოსდის. დამაჯერებელ სტარს ფრეების სინდრომი მოჰყვა.  „რომას“ სტილში.  „ინტერზე“ მეტი ფრე წლევანდელ სერია ა-ში არცერთ გუნდს არ აქვს.

იდეალურად საქმე არც ნეაპოლშია. გუნდი სტარზე კი დამაჯერებელი იყო, მაგრამ თანდათან მოუკლო. უკანასკნელ ოთხ შეხვედრაში მხოლოდ ერთი გამარჯვება და საჩემპიონო ამბიციებზე უარის თქმა. ბოლო პერიოდში ეს არის „ნაპოლის“ მონაგარი.  მიუხედავად იმისა, რომ რაფაელ ბენიტესის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში 12 ქულის მოგროვება შესძლო, ეს მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი შემდეგ ეტაპზე გასასვლელად.
სტატისტიკა მასპინძელთა სასარგებლოდ მეტყველებს – ზედიზედ შვიდი საშინაო შეხვედრაა „ნაპოლი“ „ინტერთან“ არ აგებს.

„მილანი“ –  „რომა“

ტურის უკანასკნელი და ცენტრალური შეხვედრა ორშაბათს „სან-სიროზე“ გაიმართება . „მილანი“ „რომას“ უმასპიძლებს. „მგლებმა“ ფრეების სერიის შეწყვეტა გასულ ტურში, „ფიორენტინასთან“ მოახერხეს. „მილანი“ ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, თუმცა აქედან სამი შეხვედრა ფრედ დასრულდა. მილანელებმა ფრე ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშეს, ამსტერდამის „აიაქსთან“ გამართულ შეხვედრაში. თუმცა ეს ფრე გამარჯვების ტოლფასი იყო. „მილანი“ შემდეგ ეტაპზე გავიდა.

უკანასკნელ შვიდ შეხვედრაში, რომლებიც ამ გუნდებს შორის „სან-სიროზე“ გაიმართა  „რომამ“ ოთხჯერ იზეიმა გამარჯვება. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სტუმრებს კვლავ არ ეყოლებათ ფრანჩესკო ტოტი. საკადრო პრობლემები ალეგრის გუნდსაც აწუხებს.

14/12/13

კატანია – ვერონა

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=835

15/12/13

კიევო – სამპდორია

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=837

ფიორენტინა – ბოლონია

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=838

ჯენოა – ატალანტა

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=839

ლაციო – ლივორნო

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=840

პარმა – კალიარი

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=841

უდინეზე – ტორინო

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=842

იუვენტუსი – სასულო

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=836

ნაპოლი – ინტერი

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=844

16/12/13

მილანი – რომა

გამოიცანი შედეგი:  http://fanebi.com/premium/?match_id=843

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კრიშტიანო რონალდუმ კარიერაში მე-700 გოლი გაიტანა (ვიდეო)

კრიშტიანო რონალდუმ პროფესიონალურ კარიერაში მე-700 გოლი გაიტანა. 34 წლის თავდამსხმელმა უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბერლუსკონი: “ძველი “მილანის” დაბრუნების ერთადერთი და მარტივი გზა არსებობ

“მილანის” ყოფილი პრეზიდენტი, სილვიო ბერლუსკონი, თვლის, რომ “როსონერის” ძველი დიდების დაბრუნების ერთადერთი შანსი აქვს – [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბუფონი: “კრიშტიანუს სახით ძალიან კარგი და თავმდაბალი ადამიანი აღმოვაჩინე”

ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდა, ჯანლუიჯი ბუფონი, აღიარებს, რომ კრიშტიანუ რონალდუმ პირველივე შეხვედრიდან მოხიბლა. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: “მილანს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

“მილანს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. “როსონერის” ამიერიდან სტეფანო პიოლი გაწვრთნის. 53 წლის სპეციალისტმა კლუბთან ორწლიანი [...
წაკითხვა
ფეხბურთი

სად იმუშავებს გატუზო?

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჯენარო გატუზო, შესაძლოა, მალე “სამპდორიას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვიხილოთ. როგორც ირკვევა, [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მილანის” ფანები ჯერაც არდანიშნული პიოლის გაგდებას ითხოვენ

იტალიური პრესის ავტორიტეტული წარმომადგენლები ერთხმად იუწყებიან, რომ უახლოეს მომავალში “მილანის” მთავარი მწვრთნელის პოსტს სტეფანო პიოლი [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

გერმანიის ლეგენდები 3:3 იტალიის ლეგენდები (ვიდეო)

7 ოქტომბერს გერმანიაში ლეგენდების მატჩი გაიმართა. ვეტერანი გერმანელი ფეხბურთელები ვეტერან იტალიელებს დაუპირისპირდნენ. მატჩი ფრედ 3:3 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რომას” დირექტორმა თავისი სიტყვებისთვის ბოდიში საჯაროდ მოიხადა

“რომას” სპორტულმა დირექტორმა, ჯანლუკა პეტრაკიმ, “კალიარისთან” ფრედ დასრულებული (1:1) შეხვედრის შემდეგ ნათქვამი სიტყვების გამო ...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ბრაზილიელ მარტინელის ნაკრებში ადგილს სთავაზობს

Goal-ის მიერ დადასტურებული უახლესი ცნობების თანახმად, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ (FIGC) ლონდონის “არსენალის” ახალგაზრდა შემტევს, გაბრიელ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუმ დიბალას ინტერვიუს დროს აკოცა (ვიდეო)

6 ოქტომბერს, “ინტერსა” და “იუვენტუსს” შორის გამართული მატჩის (1:2) შემდეგ, როცა პაულო დიბალა ერთ-ერთი ტელევიზიის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიის ნაკრებმა მესამე ფორმა წარადგინა (ფოტო, ვიდეო)

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ 2019-2020 წლების სეზონის მესამე ფორმა წარადგინა. იტალიელთა ახალ ფორმას “რენესანსის მაისურს” უწოდებენ. [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

“იუვენტუსმა” დაძაბულ ბრძოლაში “ინტერი” დაამარცხა (ვიდეო)

იტალიის სერია A-ს მეშვიდე ტურის ცენტრალურ შეხვედრას “სან სირომ” უმასპინძლა, სადაც წაუგებელმა “ინტერმა” ტურინის “იუვენტუს...
წაკითხვა
ფეხბურთი

მძიმე კადრები: ელსეიდ ჰიუსაის ტრავმა “ტორინოსთან” მატჩში (ვიდეო)

იტალიის სერია A-ში “ტორინომ” საკუთარ მოედანზე “ნაპოლი” მიიღო. შეხვედრის პირველ ნახევარში ნეაპოლელთა მარცხენა მცველი, ელსეიდ [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

პეპე რეინამ დამატებით წუთებში პენალტი მოიგერია და “მილანს” 3 ქულა გადაურჩინა (

5 ოქტომბერს, იტალიის სერია A-ში “ჯენოამ” საკუთარ მოედანზე “მილანი” მიიღო. “როსონერიმ” გენუელები მძიმე ბრძოლაში 2:1...
წაკითხვა
ფეხბურთი

მერტენსი: “იტალიაში ხალხი ფეხბურთითაა დაავადებული”

“ნაპოლის” თავდამსხმელმა, დრის მერტენსმა განაცხადა, რომ იტალიაში ადამიანები ფეხბურთით ცხოვრობენ. ბელგიელმა ფეხბურთელმა მაგალითისათვის მისი ...
წაკითხვა