სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდა
იტალიის სერია A-ს 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი, პაულო დიბალა დასახელდა.
არგენტინელმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში, იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 33 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ასევე, დასახელდა საუკეთესო მეკარე, მცველი, ნახევარმცველი და თავდამსხმელი.
საუკეთესო ფეხბურთელი: პაულო დიბალა (“იუვენტუსი”)
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: დეიან კულუსევსკი (“პარმა”)
საუკეთესო თავდამსხმელი: ჩირო იმობილე (“ლაციო”)
საუკეთესო ნახევარმცველი: ალეხანდრო გომესი (“ატალანტა”)
საუკეთესო მცველი: სტეფან დე ვრეი (“ინტერი”)
საუკეთესო მეკარე: ვოიცეხ შჩესნი (“იუვენტუსი”)
Performance decisive per distinguersi ed essere i migliori! 🔥 🔝
Ecco tutti gli MVP della #SerieATIM 2019/2020. 👏https://t.co/r7y1ALDV8G #WeAreCalcio pic.twitter.com/EiRvvaVNOG— Lega Serie A (@SerieA) August 4, 2020