სერიას A – პრევიუ
მილანური დერბი, “იუვეს” ვოიაჟი ბერგამოში და “რომას” დუელი აუტსაიდერთან სერიას A-ს მეჩვიდმეტე ტურის პრევიუში.
მილანი ყურადღების ცენტრში
ტურის ცენტრალური შეხვედრა რა თქმა უნდა მილანშია. “სან-სიროზე” მილანური დერბი გაიმართება. “ინტერის” პრეზიდენტმა, ერიკ ტოჰირმა მომავალი დაპირისპირება წლის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩად მონათლა.
უკანასკნელ ოთხი დერბიდან, “ინტერმა” სამჯერ შეძლო მოგება. ერთი მატჩი კი ფრედ დასრულდა. თუმცა ეს არაფერს ნიშნავს კონკრეტული შეხვედრის წინ. “მილანი” წესით საკმაოდ მოტივირებული უნდა გამოვიდეს მოედანზე. მასიმილიანი ალეგრის ბედი შესაძლოა ამ მატჩმაც გადაწყვიტოს. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით ალეგრის გადაყენება უბრალოდ დროი ამბავია და ბერლუსკონი არცევანს ვილაშ-ბოაშსა და კლარენს ზეედორფს შორის გააკეთებს.
კიდევ ერთი თემა, რომელსაც ამ მატჩზე საუბრისას გვერდს ვერ აუვლით – ფანების დაპირისპირებაა. შეგახსენებთ, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ “ინტერის” გულშემატკივრები დასაჯა და “მილანთან” დასწრება აუკრძალა. რაზეც “ინტერმა” აპელაცია შეიტანა და სასჯელი გაუქმებულ იქნა. ასევე აღსანიშნავია “მილანის” ფანების პროტესტი, რომლებიც სოლიდარობას უცხადებდნენ საკუთარ მთავარ მტერს და ტრიბუნებზე ასვლას არ აპირებდნენ. საბოლოოდ ყველაფერი დადებითად გადაწყდა და ორივე გუნდის ფანები დერბის დაესწრებიან, რაც კიდევ უფრო მეტად გაალამაზებს კვირას გასამართ შეხვედრას.
ბრძლა ლიდერობისათვის
მომდევნო ტურში “იუვენტუსი” და “რომა” ტურინში შეხვდებიან ერთმანეთს. თუმცა, მანამდე გუნდებს აუტსაიდერებტან უწევთ დაპირისპირება.
ფრეების სერიის გამო, “რომა” ტურინელებს 5 ქულით ჩამორჩა. მაგრამ ახალ წლამდე სიტუაცია შესაძლოა შეიცვალოს. იმისათვის, რომ “იუვენტუსმა” რომაელებს დაუტმოს პირველი ადგილი, ჯერ “ატალანტასთან” უნდა დამარცხდეს და შემდეგ “რომასთან” წააგოს საშინაო შეხვედრა. თუმცა, მოვლენათა ასეთი ალბათობა ძალიან მცირეა.
“ატალანტა” ბოლო დროს საკმაოდ ცუდად გამოიყურება და სავარაუდოდ ქულის აღებაც გაუჭირდება კონტეს გუნდთან.
“იუვენტუსისგან” განსხვავებით, “რომა” საკუთარ მატჩს საშინაო მოედანზე გამართავს, სადაც ლიგის უსუსტესს გუნდს, “კატანიას” დაუპირისპირდება. წესით და რიგირ, რომაელებმა იოლი გამარჯვება უნდა მოიპოვონ. თანაც ძალების მინიმალური დახარჯვით, ვინაიდან რუდი გარსიას ბიჭებს მომდევნო ტურში წლის ერთ-ერთი მთავარი მატჩი აქვთ სათამაშო. “რომას” დისკვალიფიკაციის გამო დე როსი და სტროტმანი დააკლდებიან.
21/12/13
ლივორნო – უდინეზე
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=845
კალიარი – ნაპოლი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=846
22/12/13
ბოლონია – ჯენოა
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=847
ატალანტა – იუვენტუსი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=848
ვერონა – ლაციო
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=849
რომა – კატანია
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=850
სამპდორია – პარმა
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=851
სასულო – ფიორენტინა
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=852
ტორინო – კიევო
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=853
ინტერი – მილანი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=854