სერხი: “ენრიკე ამბობს, რომ მის გეგმებში შევდივარ”
კატალონიური გრანდის ახალგაზრდა ნახევარმცველი საკუთარ მომავალთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
“ვესაუბრე მთავარ მწვრთნელს და მან მითხრა, რომ მე მისი გეგმების ნაწილი ვარ. მითხრა, რომ გუნდიდან ჩავი ერნანდესის წასვლის შემდეგ პირველ გუნდში ჩემი სათამაშო დრო მოიმატებს”, – აცხადებს სერხი რობერტო.
“ვფიქრობ, რომ გარკვეული შესაძლებლობები მცირე უპირატესობას მაძლევს. არასდროს მითამაშია მცველის პოზიციაზე, მაგრამ ამის წინააღმდეგი არ ვარ. ერთადერთი რაც მინდა არის ის, რომ ვითამაშო და გუნდს დავეხმარო. არ აქვს მნიშვნელობა, ნახევარმცველი ვიქნები, ცენტრალური მცველი თუ განაპირა მცველი”.
“მას შემდეგ, რაც სეზონი დასრულდება, გავაანალიზებ, რამდენი ვითამაშე და შემდეგ გადავწყვეტ, რა იქნება უკეთესი ჩემთვის”, – დაასრულა 23 წლის ფეხბურთელმა.
აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში რობერტომ 12 მატჩი ჩაატარა.