WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (315865) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

სერხი რობერტო მადრიდელებს აფრთხილებს: “ბარსა” სხვაობას შეამცირებს”

თარიღი: დეკემბერი 5, 2016

“ბარსელონას” ცენტრალურ მცველს, სერხი რობერტოს სჯერა, რომ კატალონიური კლუბი პრობლემების მოგვარებასა და ძველ ფორმაში დაბრუნებას შეძლებს.

“კლასიკოში” გამარჯვებას ჩვენ ვიმსახურებდით. საკმაოდ ბევრი შანსი შევქმენით, მაგრამ “რეალთან” მატჩში ასეთი რაღაცეები ხდება ხოლმე.” – განაცხადა რობერტომ, რომლის გუნდიც მომავალ მატჩს “გლადბახის” წინააღმდეგ გამართავს.

“მათთან თამაშისას, მოდუნება მომაკვდინებელია, რადგანაც ბოლო წუთებზე მათ საკმაოდ ბევრი გოლი გააქვთ, განსაკუთრებით კი რამოსს. არ გაგვიმართლა ბოლოსკენ გოლი რომ ვერ გავიტანეთ, თუმცა ამაზე აღარ უნდა ვიფიქროთ.

შეგვეძლო “რეალთან” არსებული ჩამორჩენა შეგვემცირებინა, მაგრამ სხვაობა არც ისე დიდია და მჯერა, რომ თუ 100 პროცენტით მოვინდომებთ, “ბარსა” სხვაობას აუცილებლად შეამცირებს.”

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის სატურნირო ცხრილის ლიდერ “რეალსა” და “ბარსას” შორის სხვაობა 6 ქულაა.



მსგავსი სიახლეები