სერხიო აგუერო: “იმედია, “სიტის” რიგებში კონტრაქტის ამოწურვამდე ვითამაშებ”
“მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ იმედი გამოთქვა, რომ “ქალაქელთა” რიგებში მოქმედი კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩება. შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
“ხოსეპ გვარდიოლასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ის ჩემდამი კარგად არის განწყობილი და გასული სეზონის შედეგებით კმაყოფილი ვარ.
კლუბში ჩემი თამაშით კმაყოფილნი არიან, არც მე ვუჩივი რაიმეს და იმედი მაქვს, რომ აქ კონტრაქტის ამოწურვამდე ანუ 2020 წლამდე ვითამაშებ”, – ციტირებს აგუეროს სიტყვებს FourFourTwo.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ფეხბურთელი “მანჩესტერ სიტის” ღირსებას 2011 წლიდან იცავს. იგი გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
როგორც მოგეხსენებათ, “მანჩესტერ სიტიმ” გასულ სეზონში ინგლისის პრემიერლიგა და ქვეყნის ლიგის თასი მოიგო.