სერხიო აგუერო: “მესის ვუთხარი, რომ მანჩესტერი იდეალური ადგილია”
“მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ განაცხადა, რომ ლიონელ მესისთან საუბრისას ქალაქი მანჩესტერი შეაქო.
“ლეომ უკვე იცის, რომ აქ სანაპირო არ გვაქვს. ყოველ მესამე დღეს ვთამაშობთ, მატჩებს შორის კი მხოლოდ კვებასა და დასვენებას ვასწრებთ. ამინდი იმდენად მნიშვნელოვანი არ არის. მე მას ვუთხარი, რომ მანჩესტერი იდეალური ქალაქია, ვინაიდან მთელი დღე სახლში ხარ და ყოველ მესამე დღეს თამაშობ. ჩვენ შეგვიძლია, შევხვდეთ ერთმანეთს, დავლიოთ მატე და ერთად ვითამაშოთ ფეხბურთი”, – სერხიო აგუეროს კომენტარი “სქაი სპორტსმა” გამოაქვეყნა.
თავად მესიმ არაერთხელ განაცხადა, რომ მთელი კარიერის განმავლობაში “ბარსელონაში” თამაშს აპირებს.