სერხიო აგუერომ დაასახელა მცველი, რომლის წინააღმდეგ თამაშიც ყველაზე რთულია
“მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ სოციალურ ქსელ Facebook-ში, უეფას ოფიციალური გვერდის საშუალებით გულშემატკვირების შეკითხვებს უპასუხა.
ერთ-ერთმა გულშემატკივარმა არგენტინელს სთხოვა, დაესახელებინა მცველი, რომლის წინააღმდეგ თამაშიც ყველაზე რთულია.
“სერხიო რამოსი – მისი მოტყუება ძალიან ძნელია”, – წერს სერხიო აგუერო.