სერხიო რამოსი: “რატომაც არ უნდა ვცადოთ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეოთხედ მოგება?”
30 აგვისტოს მონაკოში ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა, მადრიდის “რეალი” ჯგუფში “რომასთან”, “ცსკა”-სთან და “ვიქტორია პლზენთან” ერთად მოხვდა.
აღნიშნულ ცერემონიაზე იმყოფებოდა ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი სერხიო რამოსი, რომელიც გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა საკუთარ პოზიციაზე.
სერხიო რამოსმა მატჩის შემდეგ პრესასთან მცირე კომენტარი გააკეთა:”ჩემპიონთა ლიგა ყოველთვის განსაკუთრებული ტურნირია. შარშან შევძელით და კიდევ ერთხელ დავიცავით ტიტული. რატომაც არ უნდა ვცადოთ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეოთხედ მოგება?
საუკეთესოსთვის უნდა ვიბრძოლოდ, მიზნად დავისახოთ გამარჯვება და საკუთარ მიზნებსა და გუნდში ვირწმუნოთ,” – აცხადებს მადრიდელთა ესპანელი კაპიტანი.
ცნობისთვის გეტყვით, რომ “ბლანკოსი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს 19 სექტემბერს ჩაატარებს “სანტიაგო ბერნაბეუზე” “რომას” წინააღმდეგ.