სერხიო რამოსი: “რეალი” ჩემპიონობისთვის ბრძოლაში დანებებას არ აპირებს”
21 თებერვალს მადრიდის “რეალმა” პრიმერადივიზიონის მე-16 ტურის გადადებულ მატჩში “ლეგანესი” დაამარცხა (1-3) და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა. თუმცა ლიდერ “ბარსელონასთან” არსებული სხვაობა კვლავაც კატასტროფულია – 14 ქულა.
“ასეთი გამარჯვებები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ფსიქოლოგიურად გვაძლიერებს და ბრძოლის სურვილს გვიღვივებს.ცუდი შედეგების მიუხედავად, არაფრის შეცვლას არ ვაპირებთ და იგივე გზას გავყვებით.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სიტუაცია ჩვენს სასარგებლოდ შემოვაბრუნეთ და მიზნისკენ ნელი ნაბიჯებით მივიწევთ. მაქსიმალურად ვეცდებით, ლიდერებთან სხვაობა შევამციროთ.
თუ რონალდუ არ იქნება, მე ვიქნები, ან თუნდაც ბეილი. ჩვენს შორის მეტოქეობა ნამდვილად არ არის.ერთ მიზანს ვემსახურებით და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში დანებებას არ ვაპირებთ,” – აცხადებს სერხიო რამოსი.