სერხიო რამოსის კომენტარი პსჟ-სთან მატჩის შემდეგ
დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებითშეხვედრაში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე მადრიდის “რეალი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით, 1-2 დამარცხდა (ორი მატჩის ჯამში 2-5 მადრიდელთა სასარგებლოდ). შესაბამისად, შემდეგ ეტაპზე “ბლანკოსი” გავიდა.
დაპირისპირების შემდეგ ესპანელთა კაპიტანმა, სერხიო რამოსმა ჟურნალისტებთამ ისაუბრა.
“მიუხედავად იმისა, რომ პირველი მატჩი მოგებული გვქონდა, მაინც რთულ თამაშს ველოდით. შეიძლება, გულშემატკივარი ასე არ ფიქრობდა, მაგრამ ამას კარგად ვაცნობიერებდით. დიდი ფიზიკური დატვირთვა მივიღეთ, რაც მარტივი ნამდვილად არაა. გავიტანეთ და ამან კომფორტი შეგვიქმნა. ხოლო, ვერატის გაგდებამ თამაში გაგვიმარტივა.”
“ზიდანმა ყველაზე კარგად იცის, რა სჭირდება გუნდს. ის ყველასთან ძალიან ახლოსაა და სწორად ხვდება, როდის უნდა გამოიყენოს კონკრეტული მოთამაშე. მან ეს ამ შეხვედრაშც შეძლო. ბედნიერი ვარ – ეს იდეალური სცენარი იყო! მუდმივი პრესინგითა და ზეწოლით მეტოქე შევზღუდეთ და შედეგიც მოვიდა,” – აცხადებს რამოსი.