სერხიო რამოსის პირველი კომენტარი გაჩემპიონების შემდეგ
მადრიდის “რეალის” კაპიტანი, სერხიო რამოსი, პირველი ფეხბურთელი გახლდათ, რომელსაც ლა ლიგისი მოგების შემდეგ კომენტარი სთხოვეს. შეგახსენებთ, რომ “სამეფო კლუბისთვის” 2019/20 წლების სეზონში მოგებული ლა ლიგა რიგით 34-ე იყო.
“თავდაუზოგავი შრომა შედეგს ყოველთვის გაძლევს. ზედიზედ 10 მატჩის მოგება დიდებული შედეგია.
ეს ნამდვილად უჩვეულო სეზონი იყო. ყველა მატჩი უნდა მოგვეგო და ამ შემთხვევაშიც არ იყო ჩემპიონობის ბედი ჩვენზე დამოკიდებული. შეცდომების დაშვება არ შეგვეძლ. ასეთ მატჩებში კომფორტული მოგება შეუძლებელია.
“რეალისთვის” ეს ლა ლიგის 34-ე ტიტული იყო, მე კი მეხუთედ გავხდი ჩემპიონი, რაც ძალიან მაბედნიერებს. რაც შეეხება ჩემ მომავალს, იმის მიუხედავად, თუ რა სურს პრეზიდენტს, მე კარიერის დასრულება “რეალში” მინდა.
ზიდანი ნამდვილი კაპიტანია, ბაზისი. მან გუნდში ბევრი რამ შეცვალა ისე, რომ ნდობა არ დაეკარგა. მას ყველა ფეხბურთელი ენდოობა. დაე, დიდხანს გასტანოს ჩვენმა ერთიანობამ, რადგანაც ეს უნიკალურია!” – აცხადებს “ბლანკოსის” კაპიტანი.