სერხიო რამოსმა პიკესთან ურთიერთობაზე ისაუბრა
ესპანეთისა და მადრიდის “რეალის” კაპიტანმა, სერხიო რამოსმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე, საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა, როგორც პიკესთან ურთიერთობაზე, ასევე კატალონიაში მიმდინარე მოვლენებზე.
“გასული კვირა საკმაოდ დაძაბული იყო “ბარსელონას” ფეხბურთელებისათვის, ჩვენ უნდა განვასხვავოთ ფეხბურთი და პოლიტიკა ერთმანეთისგან. სანამ თქვენ წინაშე წარვსრდგებოდი, მსურდა პიკესთან და მთავარ მწვრთნელთან მესაუბრა. ნაკრებში არავისთან მილაპარაკია კატალონიის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, რადგან ესაა ეროვნული ნაკრები. ჩემი სურვილი კი ერთია, ვიცხოვრო თავისუფალ და დემოკრატიულ სახელმწიფოში”, – განცახადა რამოსმა.
“მე და პიკეს ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება განსხვავებული მოსაზრებები გვქონდეს. ყველას გააჩნია გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა ვიფიქროთ ეროვნულ ნაკრებზე. ფანებს კი ერთადერთ რაიმეს ვთხოვ, შექმნან შესანიშნავი ატმოსფერო და ისიამოვნონ შეხვედრით.” -განაცხადა სერხიო რამოსმა.