სერხიო რამოსმა ტრავმა მიიღო
მადრიდის „რეალის“ მცველმა სერხიო რამოსმა კუნთების ტრავმა მიიღო.
ამის გამო ფეხბურთელმა თავისი გუნდის დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა. ამ ეტაპზე ჯერჯერობით უცნობია, ითამაშებს თუ არა რამოსი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის ფინალში მადრიდელთა მეტოქე არგენტინული „სან-ლორენცო“ იქნება. მატჩი შაბათს, ოც დეკემბერს შედგება.